ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2018


carpe diem ანუ ისტორიულ მოგონებებში

მზე შვა ორსულმა გვირილამ,
ჭალას გახადეს საბანი,
სალამი სევდებს ფრანგულად
როგორც ფრანსუაზ საგანის...
  კავკასიური ცარცის წრე...
  ბრეხტი ხომ მუდამ ფარსია!
  ნაძალადევი სიყალბე-
  მარკეს გაბრიელ გარსია.
და მაინც მისუსტებული
ეჭვები ღრღნიდა დიალოგს,
ნაწარმოებშიც მუდმივად
მენუა არბევს დიაოხს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები