 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 აპრილი, 2018 |
პასექის დღე მოახლოვდა, მხსნელი მთაზე განმარტოვდა. უფლის სახელს მოუხმობდა, გულმხურვალედ ლოცულობდა. მთელს სამყაროს ავედრებდა იმათაც კი ვინაც სცემდა, თორმეტთაგან თორმეტივეს, იმასაც კი ვინც გასცემდა. აჰა ჟამიც მოახლოვდა მონეტებიც ახმაურდა, ოცდაათი ვერცხლის ფასად იუდა მტერს მოუძღოდა. ნიშნად ხელზე ეამბორა, თანაც ისე,არ ნანობდა! ნუთუ მისი სიყვარული ოდნავადაც არ ათბობდა?! იესო კი მორჩილებით, მამის ნებას მიჰყვებოდა თუმც მართალი, ყოვლად წმინდა, ბარაბაში იცვლებოდა. არ არსებობს ქვეყნად ტანჯვა, მისთვის რომ არ მიესაჯათ, მართლის ხორცი ჭრილობებით ჩვენს სახსნრლად დაიფარა. გოლგოთის გზას მიჰყვებოდა, ოფლი სისხლად იღვრებოდა, დიადემა ეკალ ბარდის მეფის ნიშნად თავთ ემოსა. ნუთუ შენ ხარ ჩვენი მეფე?! მუხლს იყრიდნენ მის წინაშე ქლამიდიც კი შემოძარცვეს, რომ ემოსა შიშველ ტანზე. მუხლში ძალა ეცლებოდა, მწყურვალს ბაგე უშრებოდა, დედის გული იღვრებოდა ტანჯულ შვილს რომ ვერ შველოდა. მძიმე ჯვარი ზურგით ზიდა, უდიდესი მდაბლად იქცა, სიყვარულით დაითმინა ხალხთა ცოდვა მან იტვირთა. აღესრულა უფლის ნება ქრისტე ღმერთი ჯვარს რომ ეცვა, მის სამოსზე წილი ყარეს ფერდში შუბი გაუყარეს. მაშინ სული განუტევა რომ შეირყა ცა და მიწა ყველა მუხლი მოიდრიკა რომ ვერ იცნეს მხსნელი წმინდა. მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგა, მამის ტახტზე მარჯვნივ დაჯდა ის მეფეა,ცოცხალია, საუკუნოდ ჩვენში დარჩა!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|