*** იცი, რა ძნელია ... იყო მსხვრევადი და პატარა, მკაცრი, მომხიბლავი...იდგე და ქვეყანა გხედავდეს, სულ ზღაპრის, იმედის, პანიკის შუაში ცხოვრება ატარო, სიბრიყვეს - სიბრიყვე უწოდო, ამასაც ბედავდე.
იცი, რა ძნელია.. ცარიელ ფურცლიდან დაწყება... სხვათა გახელების, ამ პარანოიის გარეშე, ირგვლივ იფრქვეოდე მამაც ნაპერწკალთა წყებ-წყებად, გამყინავ თავსხმაში...ლამის ყინულოვან არეში.
იცი, რა ძნელია.... შენი ოცნებები გადარგო... რომ ყინვამ ვერ შესძლოს იმათი მოკვლა და დაზრობა და საქსოვს დახლართულს შეძლო და თავ-ბოლო გაუგო, გაკვალო და წვერი უპოვო ამდენ უაზრობას.
იცი, რა ძნელია... დუმილით და არა ოდებით, დასძლიო ტკივილი, მირაჟი რომ აღარ ელავდეს. იცი, რა ძნელია, იყო ნამდვილი და სინაზის მომდები, როდესაც სამყარო ტყუილში ჩაფლულა ყელამდე.
♥️♥️♥️♥️ ვიტა სავიცკაია (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Знаешь, как трудно... быть хрупкой и маленькой... Строгой, красивой... у всех на виду... Жить между сказкой, надеждой и паникой... И называть ерундой ерунду...
Знаешь, как трудно... страницами чистыми... Дни начинать без чужих параной... И рассыпаться отважными искрами... В ливень холодный... почти ледяной...
Знаешь, как трудно... мечты пересаживать... Чтобы мороз не сумел их убить... И разбираться с запутанной пряжею... Чтоб отыскать путеводную нить...
Знаешь, как трудно... молчаньем, не одами... Боль усмирять и тушить миражи... Знаешь, как трудно... быть нежной и подлинной... В мире, лежащем по горло... во лжи... ♥️♥️♥️♥️
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. აქამდე არ მსმენია ამ პოეტის შესახებ, როგორც ჩანს, თანამედროვე რუსი პოეტია.
გასაოცრად ზუსტად მიყვება თარგმანი დედანს, ეს ნამდვილად არ იქნებოდა იოლი სამუშაო.
თუმცა, თავად დედანით მაინცდმაინც ვერ აღვფრთოვანდი :)
აქამდე არ მსმენია ამ პოეტის შესახებ, როგორც ჩანს, თანამედროვე რუსი პოეტია.
გასაოცრად ზუსტად მიყვება თარგმანი დედანს, ეს ნამდვილად არ იქნებოდა იოლი სამუშაო.
თუმცა, თავად დედანით მაინცდმაინც ვერ აღვფრთოვანდი :)
1. მე მეგონა, ეს თარგმანი მართლა ძალიან მოგეწონებოდათ. არ იყო ადვილი სამუშაო და სხვაგან ერთი პროფესიონალი და ამავე დროს, პირუთვნელი მთარგმნელის (ბ.დ.) კარგი სიტყვები დაიმსახურა, თქვენ კი არც შემოგიხედავთ. მე მეგონა, ეს თარგმანი მართლა ძალიან მოგეწონებოდათ. არ იყო ადვილი სამუშაო და სხვაგან ერთი პროფესიონალი და ამავე დროს, პირუთვნელი მთარგმნელის (ბ.დ.) კარგი სიტყვები დაიმსახურა, თქვენ კი არც შემოგიხედავთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|