არ ვიცი რამდენად სწორადაა შერჩეული --> ყველაფერი შეუცნობლის შესახებ <-- ამ თემისათვის, რისი დაწერაც მე მინდა, მაგრამ აქ ყველაფერზე საუბარი შეიძლებაო და ჩამოთვლილთაგან ეს გვერდი ავირჩიე სასაუბროდ
ესეიგი ერთ თემას მინდა შევეხო, რასთან დაკავშირებითაც მაინტერესებს თქვენი აზრი...
ბავშვი ღვთის მადლი, საჩუქარიაო... ასეა ეს... ნებისმიერ შემთხვევაშიო...
ჰოდა გამიჩნდა კითხვა. "ძალადობის შედეგად ჩასახული ბავშვიც უფლის საჩუქარია?"...
ტკივილითა და ათასი ბილწი რამით გაჯერებული...
აქვე ერთი აზრი დამებადა და ნამდვილად არ ვიცი ეს ასეა თუ არა. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ გავიგო სხვა რას ფიქრობს ამაზე...
იქნებ ამ ძალადობისა და საშინელების "კომპენსაციაა" ქალისათვის ეს უცოდველი არსება ღმერთისაგან გამოგზავნილი?...
აი აქ დამთავრდა ჩემი სჯა-განხილვა... ორი აზრი უპირისპირდება ერთმანეთს და მინდა მოგისმინოთ... და მივიდე თუ არა ,მივუახლოვდე მაინც ჭეშმარიტებას...

იმედია გამოეხმაურებით ამ თემას
არ ვიცი... არა მგონია საჩუქარი იყოს... ან თუ საჩუქარია, ისეთია, აი რომ არ გინდა და ძალით.......................
ციტატა:
არა, თამუნა... ბავშვი - ყოველთვის საჩუქარია!
შვილი რომ გეყოლება, მაშინ მიხვდები ამას!
კი, მაგრამ ძალადობა? ძალადობაც ღმერთის ნებაა?
ბავშვი - უმანკო არსებაა...
ძალადობა არაა ღმერთის ნება, მაგრამ... რა ნებით და რა ძალით ჩასახული, ბავშვი ერთი და იმავე გზით ისახება და ერთი და იმავე გზით იშობა!
შეგიძლია არ აპატიო ბავშვის მამას, მაგრამ...
არ აპატიო ბავშვს ჩასახვა და გაჩენა? - კატეგორიულად არ შეიძლება!
მოდი, ცოტა შეუცნობელს გადავწვდეთ:
ფეხმძიმე ქალს - ორსული ჰქვია, თუმცა "ორსხეული" უფრო შეესაბამება მის მდგომარეობას...
და "და-ორ-სულება" ხდება "და-ორ-სხეულებაზე" სამი თვით ადრე!...
დედამიწაზე არიან კიდეც ისეთი ერები, რომლებიც ბავშვს დაბადებისთანავე 1 წლისად თვლიან... და ათვლას იწყებენ დედის "და-ორ-სულებიდან"...
წინააღმდეგ შემთხვევაში - მხოლოდ 9 თვისა უნდა ყოფილიყო ეს ბავშვი!... ასე არ არის?
თუ დაგაინტერესებთ, გავვაგრძობ. თუ არა და... იყოს ასე!