ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> მილოცვები >> მუხრან მაჭავარიანი

1 2
ავტორი შეტყობინება

სმარიამი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 მაისი, 2010 22:16:03
უი.. არ ძველი დაკოპირებული ჩააკოპირა აქ ..
ეს უნდა დამედო..

ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აუგი -
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად - გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე -
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი -
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ჭია-მაია
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 4 დეკემბერი, 2010 09:44:06
***

ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;

ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ –
თუნდა ჩამქოლონ...

ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით...
მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.
1 2

ურაკპარაკის ფორუმი >> მილოცვები >> მუხრან მაჭავარიანი


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი