ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> გასაოფებელი >> ხვარამზეობა

1
ავტორი შეტყობინება

რენუარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 31 ოქტომბერი, 2010 00:39:17
დღეს, 30 ოქტომბერს, თიანეთში, საფუძველი ჩაეყარა პოეზიის კიდევ ერთ დღესასწაულს – ხვარამზეობას.  იდეა როგორც მისმა სულისჩამდგმელმა და ორგანიზატორმა, მარიამ ხუცურაულმა (სანათამ) ბრძანა, ეკუთვნის თეონა ქუმსიაშვილს. ხვარამზეობა დაგვილოცა ფშავ–ხევსურეთის მეუფემ.
მიუხედავად უამინდობისა, საღამოს ესწრებოდა ბევრი სტუმარი: პოეტები, მწერლები, კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები და უბრალოდ, პოეზიის მოყვარულები.
  წარმოადგინეს ნინო სადღობელაშვილის სცენარით დადგმული ლიტერატურული სპექტაკლი "ხვარამზე", რომელშიც გაიჟღერა სანათას და ილტოსპირელის ამავე თემაზე შექმნილმა ლექსებმა.
  გაისად ამ დღესასწაულის ფარგლებში იგეგმება ჩატარდეს ლიტ.კონკურსი პოეტი ქალებისათვის.
დიდი მადლობა  ღონისძიების ყველა სულისჩამდგმელს და მონაწილეს.
  იმედი მაქვს,  თემას გამოეხმაურებით და დაამატებთ ბევრ სახელს და  ფოტომასალას.
                                                                                                          პატივისცემით ნინო ქოქოსაძე
1

ურაკპარაკის ფორუმი >> გასაოფებელი >> ხვარამზეობა


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი