ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2018


*******

მიწის ძალა მოგცესო შემომძახა და წარუძღვა  აჩრდილთ,
ვერ გავიგე თუ რა უნდოდა, რისთვის მესიზმრა,
აზრის გატანა-გამოტანაში მეტად შევწუხდი
გამახსენდა რომ ებრაელებს პასექი ჰქონდათ.
მას უწოდებენ მეორედ ფესახს,
პილიგრიმობის არ მწამდა და არ მიცხოვრია,
წანწალს ვიყავი ჩვეული მხოლოდ ჩემს სულში,
გადამეტებულს მხოლოდ სამშობლოს ვცნობდი...
ძილის მეხუთე კარიბჭეც რომ დამეხურა
არარსებულ ლანდებს დავუწყე ლოდინი
გამეწელა და ახლაც ვფიქრობ რა უნდა მოხდეს
კვლავაც შევიგრძნო იმ მოხუცის გამოცხადება!
ფიქრით უბრალო,სახით კი უტყვი
დახარჯულ სიტყვის კონტროლის რომ შესწევს უნარი
ასეთად თუ დაიბადები,თორემ ზნენი არაფრით
გაგზრდის თუკი ომი შენს თავთან ერთხელ მაინც არ მოგიგია...
დავასრულე ჯერ ჩემს თავთან
შემდეგ მოხუცთან
ჩუმი საუბრის მოლოდინით დროის წამზომი,
გაურკვევლობის გზაზე რომ ოთხი ხიდია
უჯებიროსკენ გავაცილე,ისე რომ სიტყვა ჩემგან არც კი დაძრულა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები