ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2018


ს ე ს ი ლ ი {ნაკვეთი 4)


ელი, ელი სად ხარ, გავიფიქრე იჭვნეულად და თვალი უნებურად იმ ადგილისკენ გამექცა, სადაც ელი დავტოვე შესვლისას.
ელის თვალებიდან  მძიმე და წყლიანი  ნისლები ჩემსკენაც გადმონაწილდნენ.
თითქოს მიუსაფარ ადამიანად გადავიქეცი, ეულად, უთვისტომოდ და უგულშემატკივროდ.  ვეღარც სხეულს ვგრძნობდი და ვეღარც სულს.
გული მეტკინა ელი იქ რომ აღარ დამხვდა, სადაც შესვლისას დავვტოვე.

  იმ ადგილს ახლა მხოლოდ მზის სხივები ეცემოდნენ და ისხლიტებოდნენ, მკაცრი და სასტიკი ჩანდა მზე და მხოლოდ სიცხის სუნს სტოვებდა  და ჰაერში ყველა მიმართულებით აფორიაქებული იტყორცნებოდა.
ხეები მგლოვიარეებივით იდგნენ, ფოთლებდავებულები, უგემოვნოდ ფერუმარილცხებულ მობერებულ ქალბატონებს მაგონებდნენ ერთი შეხედვით, ახალგაზრდული სილამაზიდან სულ ცოტა რამ რომ შერჩენიათ, ძველებური ხიბლი და გულში ჩამარხული ტკივილი. რომელზედაც არც საუბარი სურდათ და უთქმელობაც სტანჯავდათ.

  მეგონა რომ, მთელი სამყარო აქ იყო და სამუდამოდ დაბნეული იდგა თითქოს ცალფეხზე, მოკლე კაბაში გამოწყობილი და ელოდებოდა ხელისმომკიდეს, ადგილიდან გადაადგილების შესაძლებლობას რომ შესძენდა და დასაყრდენადაც  გამოადგებოდა.
მე ხელით ვეხებოდი მათ ცხელ ტანს, სწრაფად ვუშვებდი ისევ ხელს და შესაძლებლობას მათთან სიახლოვისას. რადგან, მათ სულში ჩახედვისა  მეშინოდა.

დღევანდელი მოულოდნელობით აღვსილი სული დუღდა და გადმოდიოდა, ვეღარსად ვტევდი მის მკვესავ ნაპერწკლებს.

მზე შუბისტარზე შემდგარიყო. ჩემსკენ გამავალი სამარშრუტო ტაქსი გამოჩნდა , ხელით მივანიშნე გაჩერება,
გაჩერდა გაივლით არაა, ვუთითებ კითხვით ჩემს  მისამართს, არა მოპირდაპირე მხარეს უნდა გადაბრძანდეთ. მითხრა მძღოლმა და გამიღიმა. მადლობა მოვუხადე სწრაფად და ბოდიშიც ვითხოვე.
ვერაფრით მივხვდი როდის და  რატომ გადმოვედი გზის მეორე მხარეს, როცა ჩემი ტრანსპორტი სწორედ იმ შენობის მხარეს გამოივლიდა, სადაც ვიყავი შესული დღეს საქმეზე.

უცებ ჩამოღამდა, ცამ ფერი დაკარგა, აქ ყოფნა აღარ შემეძლო, თითქოს მთელი სამყარო ყალყზე შემდგარი ჩემს გადასათელად მოემართებოდა.
სწრაფად გავაჩერე  ტაქსი და ჩავჯექი. ცოტა ამოვისუნთქე.
მძღოლი ნელი ტაატით მიდიოდა. მე  მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მთავარია იმ ადგილს მოვშორდი, რადგან იქ აღარაფერი დამრჩენიყო, რაც რაიმე პოზიტიურთან იყო დაკავშირებული.

რა მისამართზე გნებავთ ქალბატონო? მკითხა მძღოლმა ისე რომ არც განძრეულა და  ოდნავადაც არ  მოუხედავს.
მივხვდი რომ მისამართი არ მითქვამს ჩაჯდომისას მისთვის. ბოდიში მოვუხადე და მივუთითე მისამართი.

მძღოლი, სათვალიდან ერთი შეხედვით შევათვალიერე, თითქოს მისი პიროვნების ამოცნობამ  დამაინტერესა.

სუფთად ჩაცმული იყო. მაღალი და წარმოსადეგი ადამიანი ჩანდა. გამართულად და მოხდენილად იჯდა სავარძელში, თითქოს კაბინეტში იყო და ისვენებდა.
ხავერდოვანი და მომხიბლველი ვაჟკაცური და ხორხისმიერი ხმა შვენოდა.
ელეგანტური და დახვეწილი მანერები იყურებოდა მისი მარტივი მოძრაობიდან ავტომანქანის მართვისას.
ყველაფერი ერთადაღებული მარწმუნებდა, რომ ის არ იყო მხოლოდ მძღოლი, რომელიც  ამ პროფესიით ირჩენდა თავს მთელი ცხოვრება.
არამედ მივხვდი, რომ ის მხოლოდ შემთხვევითობამ დააქვემდებარა ამჟამინდელ ამ სამსახურს.

გზად ჩავუარე  მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და თითქოს უცხო მხარეს ვათვალიერებდი ისეთი შეგრძნება მქონდა.

მეტეხის ტაძარს მივატანე. ამაყად იდგა კლდის ქიმზე, იმედიანად სუნთქავდა , ღვთისმშობლის კვართი ფრიალებდა თითქოს მის მოოქროვილ გუმბათზე, ხარაჩოები შემოსწყობოდნენ მტკკვრის მხარეზე ტაძრის კედელს. მზის სხივებზე ბზინვარებდა კურთხეული გუმბათი ტაძრისა.
შუშანიკის ნეშტი სუნთქავდა ერთგულად და ფრთხილად ტაძრის სხეულში და გარეთაც აღწევდა მისი სულის ხატოვანება და ამშვენებდა ამ სულიერ სიმყუდროვეს  აქაურს მისი სიწმინდე და თავდადებული ერთგულება რწმენისა..
მორიდებით გადავიწერე პირჯვარი მხევალმა უფლისამ, ვადიდე და ვთხოვე ცოდვათა მიტევება უპირველესად დედა ღვთისმშობელს მოკრძალებულად.
ჩუმი და უხილავი ცრემლი წამოვიდა გულიდან თვალებისაკენ. ასე მემართება მუდამ უფლისა და ღვთისმშობლის  ხსენებისას. ხოლო მათსავ დღესასწაულებზე ტაძრის ფილაქნებს ცრემლებით ვასველებ მოურიდებლად, რადგან ტაძრად მისვლისას ღვისმშობელი პირაპირ თვალებში ჩამხედავს ხოლმე  და იღიმება. ხან ირონიულად, ხან კი გულწრფელი მოტევებით.
წლეულს მარიამობას სიონის ტაძრად მისულმაც ვთხოვე ცოდვათა მიტევება, სანთლით ხელში და მივაპყარ მის კურთხეულ მზერას თვალი ზემოთ ფრესკაზე.
მეუცნაურა მისი  ირონიაშეპარული ღიმილი.  თითქოს ეჭვი შეჰქონდა ჩემს ნათქვამში.
იმავწამს თავშეუკავებლად ღვარად გადმომდინდა ცრემლების უწყვეტი ნაკადი, ვეღარ ვჩერდებოდი. გულით მინდოდა დაეჯერებინა ის სიმართლე რასაც ვეუბნებოდი გულში.მანამ ვტიროდი, მანამ ირონია არ მოიშორა სახიდან და თბილი ღიმილი არ შემომაგება. მე მადლობა მოვუხადე და დროულად გამოვედი ტაძრიდან.
მჯერა და პატივს ვცემ, სულხორციანად მწამს ჩემი სარწმუნოებისა და წმინდანებისა და მუდამ ვწირავ მათ მადლობას ყველაფრისათვის.

მძღოლმა სვლა შეაჩერა. მითითებულ მისამართზე ვიდექით.
მე გადავუხადე მგზავრობის ღირებულება  მძღოლს, მადლობით დავემშვიდობე და ჩამოვედი ტაქსიდან.
სახლში შესვლამდე შევჩერდი, მივიხედმოვიხედე, ყურადღებით მოვათვალიერე ირგვლივ ყველაფერი და შევედი სახლში.
მივხვდი, რომ აქაც ელის ვეძებდი. შევედი მძიმე განწყობით სახლში.
ჩანთა დავდე, შხაპი მივიღე და საწოლზე წამოვწექი.
სახლში სრულიად მარტო ვცხოვრობ და სიმარტოვე შემომყურებდა ყველგან თვალებში.

ელი, ელი ნეტავ აქ იყო ვინატრე. ტელე  ავიღე და დავრეკე  მის ნომერზე. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ მიპასუხა.
შემეშინდა, უფრო დავითრგუნე, ფიქრებში ჩავიძირე და ასე  ჩამძინებიყო.
დილის 5საათზე გამომეღიძა.
ავდექი და ჩემს დადგენილ წესს მივყევი.
9საათზე გავედი სახლიდან.
მთელი დღე ელიზე ვიფიქრე.
5საათზე ტელემ დარეკა, სწრაფად ავიღე დავხედე, ანდრო იყო.
ბოდიში მომიხადა. მითხრა რომ შეხვედრა უნდოდა, რაღაც საქმეზე.
გამიკვირდა. შევყოვნდი, კარგით ხვალ და ვუთხარი საათიც. ვიგრძენი, რაღაცის თქმას აპირებდა. დავემშვიდობე.
ტელეფონი ჩავდე თუ არა  ხელჩანთაში კიდევ დარეკა.
ამოვიღე და თვალებს არ ვუჯერებდი ელი იყო.
ელი როგორ გამახარე. გამოვდივარ ,შევხვდეთ და სადმე წავიდეთ შევთავაზე. მერე კი ჩემთან დავბრუნდეთ.
მეც სწორედ მაგიტომ დავრეკე, მითხრა. შენთან მინდოდა მოსვლა თუ გეცლებოდა ხვალ 6სთ-ის შემდეგ. დღეს კი არ შემიძლია მაპატიე, მითხრა მოწყენილი ხმით.
არც დავფიქრებულვარ მაშინვე დავეთანხმე, შენთვის როგორც უკეთესია, კი ჩემო მეგობარო.
რა თქმა უნდა მცალია, დავთქვით შეხვედრის ადგილი.
დამემშვიდობა.
ახლაღა გამახსენდა, რომ ანდროსაც სწორედ ამ დროისათვის შევუთანხმე შეხვედრა.
ცოტა ვიფიქრე და გადავურეკე, მოვუბოდიშე და ვთხოვე ჩვენი შეხვედრის ორი დღით გადადება თუ ძალიან საჩქარო არ იყო. იფიქრა და დამეთანხმა. მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე.
ორი შეხვედრა ერთდროულად, ეს რა დამთხვევაა, არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია, რადგან ელი სხვა იყო ანდრო სხვა. თუმცა ორი ძვირფასი სიტყვა იყო სასწორის  პინაზე დაბრძანებული, ორი ძვირფასი ადამიანისა.

                                                                                                                    გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები