ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალოჰა
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2018


მკვლელი

კედლებში,სადაც მოხდა გარდაცვალება....

მაჯის საათი გაურკვეველ დროს უჩვენებდა.
შეშინებული მოზარდი სწრაფი ნაბიჯით აირბენს სადარბაზოს კიბეებს და გახშირებული გულისცემით, ზურგს უკან, მოჩვენებების კარს მოიხურავს....

მკვლელის ხელები კვლავ მოეხვევა ქალწულის თეძოს...
მკვლელის თვალებში სიმშვიდე სუფევს, მკვლელი გოგონას სიგიჟით უმზერს, მკვლელლი სავსეა მკვეთრი ფერებით.
                          ქალიშვილის შავთეთრ კაბაზე ვნებების ლაქებს ტოვებს....

მკვლელს ერქვა ჰარ გოგონას მონია.

ჟანგბადი დამძიმდა.
ისევ აყროლდა გზატკეცილთან ბინადარი, ცალფეხა ძაღლი.


ხმაური...
ქარხანა..
ყოფილი ხალხი...
მგლოვიარენი...
მუსიკა ყველასთვის უკრავს...

მკვლელი გაერია მტვერში...
ხელის მსუბუქი მოძრაობა, გამეორება...

ეიფორია...
ნაზი შეხება...
გაუგებარი, მოძრავი, დამხრჩვალი მრევლი...
ცარიელი თვალები თეთრ სინათლეზე..

ვერსად იპოვნეს მკვლელი!


შენ ვინ ხარ
შენ არ ხარ
შენ ყრუ ხარ
შენ ყარხარ
შენ არარაობა ხარ
შენ საზოგადოების თვალის ჩინი ხარ
შენ აშმორდი
შენ გაღორდი
შენ ვაჭრობ
შენ აღარ გშია
შენ აღარ გცივა
შენ აღარ გტკივა
შენ მომავალი ხარ
შენ ერთგული ხარ შენი სიყალბის
შენ მარტო დარჩი
შენ საზღვარს გასცდი
შენ მკვდარი გაჩნდი
შენ საშიში ხარ
შენ ფაშისტი ხარ
შენ უვიცი ხარ
შენ უნიჭო ხარ
შენ მოქალაქე ხარ უსუნო ერის ერთ დროს დიადის და ახლა მძღ( )ერის.

მამაო ჩვენო!

მხოლოდ ძილის წინ.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები