ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უჩიჰა მადარა
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2018


* * *

გზრდიდნენ დუმილის, ზეცის ამარა,
გვასწავლეს ზიდვა, ადამის ტვირთის,
თავად არ ვუწყით,ვის რა ვაკმარეთ,
გულში ყოველი ბიძგი,რომ გვითრთის...

მიწას ვერ ავცდით,მრუმე სახლებით,
ზეცას ვუშენეთ, ურცხვად გოდოლი,
დღემდე ამ გზებზე,არ გვყავს თანხლები,
და ძე კაცისა, დადის ობოლი...

მიწა ვაბრუნეთ, ფორმა ვუცვალეთ,
ვძერწეთ თიხისგან, ღვინის სურები,
მზეს ვერ ვუსწორებთ, ჩვენ დღემდე თვალებს,
გავმასპინძელდით,თავად მდგმურები...

მეც ამ გალიის ტუსაღი, ტყვე ვარ,
ვამტვრევ და ვურჩობ, დღემდე ყველასთან,
არ მეჩქარება,მოველი მდევარს,
რომელიც გზების, ბოლომდე გასტანს...

ხავს მოდებული, ჩემი გალია,
კვლავაც მძვინვარებს,დუმილი მრუმე,
ჩემს უწინ აქ ვინც,წლები გალია,
დღეს მისი კვალიც,არა სჩანს თურმე...

და მე არ ვჯავრობ, საკუთარ ხვედრს და,
სარკმლიდან ვუმზერ, სიწმინდის დამცველთ,
დავლანდე ფოთლებს, ეზოდან ხვეტდა,
მეეზოვე და ბოლო, ცოცხს გასცვეთს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები