ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლასი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2019


სხვას გინდა მხედავდე

სხვას გინდა მხედავდე?
სხვა გინდა სამყარო?
ეს მეტად მკვეთრია?
კითხულობს მთვარე,
მინდა, რომ წარმოსახვით შენამდე ვიარო,
მიჭირს ამოსუნთქვა, მალე.
სხვას გინდა მხედავდე?
არ ვგავდეთ სამყაროს,
ვარსკვლავებს გავუღიმოთ ღამე,
სხივები დავუმალოთ დედამიწელებს?
თუ გავუზიაროთ რამე.
შენ გინდა ხედავდე
სხვაგვარად სამყაროს?
მზე გინდა გარშემო და მე..
მე მინდა დაგანახო მთვარის მარტოობა,თუ როგორ მშვიდია ღამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები