ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 დეკემბერი, 2019


ჰიმნი


განათლება ძალას გვმატებს,
განათლება მუდამ გვშველის,
დევიზია ჩვენი ტაძრის:
„ცოდნა - აღმაშენებელი“!

ეს ტაძარი ოდითგანვე
საამაყო შვილებს ზრდიდა,
ქართველთა და აფხაზთათვის
ახლაც მოჩანს გზად და ხიდად.

პალმის რტოებს არწევს ქარი,
ზღვა ლურჯ ტალღებს მოაგორებს,
ხელთ უპყრიათ ცოდნის კვარი
სტუდენტებს და პროფესორებს.

„იავნანა“ თუ „შიშნანი“
მირონივით დამდის გულზე,
აბრსკილიც ვარ, ამირანიც
და სამშობლოს ცისკარს ვუმზერ.

აგვისტო, 2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები