ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 აპრილი, 2020


დედაჩემში!..

-წუხელ ისევ დამესიზმრა დედაჩემი...ისევ ვერ დავლანდე მისი სახე...თითქოს სპეციალურად მემალება ყოველ ჯერზე, ჩემი სევდიანი მზერა არ შეშნიშნოსო...არადა მინდოდა ერთხელ მაინც მენახა ცოცხლად ჩემფერი თვალები და მერე მეხსიერებიდან დროც კი ვერ წამიშლიდა ამ მოგონებას!..
დედა ვინ არის, დედა რას ნიშნავს ჩემო მეგობარო? შეგიძლია მეც ისევე მაჩვენო და მაგრძნობინო დედაჩემი, რიგორც შენ ეხები და უყურებ დედაშენს? შეძლებ  სიტყვებით დედის სახე ისე დამიხატო, თითქოს ჩემს წინ, ერთი ხელის გაწვდენაზე იყოს და მხოლოდ ნაბიჯიღა მაკლდეს მასთან მისასვლელად? შეგიძლია?..
-ბიჭო, ბიჭუკელა, ჩემო პატარა მეგობარო, მსოფლიოს არცერთ ენაში არ  მეგულება იმაზე ფრთოსანი, იმაზე სუფთა და იმაზე დიადი სიტყვა, რაც უკვე არ გამოეყენებინოთ დედის ხატების შესაქმნელად, მე რა ძალა მაქვს ბიჭო ახალი მოვიგონო რამე?.. ერთს გეტყვი მხოლოდ: უყურე დედაჩემს, დიდხანს და ფაქიზად დააკვირდი...
დედაჩემშია ყველა დედა თავმოყრილი: ჩემიც, შენიც და იმათიც, ვისაც ვხედავთ და ვერ ვხედავთ თუნდაც, დედაჩემშია ყველა დედის თვალი და ხელი, გული და სული, ფიქრი და ღელვა,
დედაჩემშია ყველა დედის ცრემლი და ღიმილი, დარდი და ნატვრა, სითბო და სურნელი. დედაჩემში ფეთქავს, ყველა დედის, უანგარო ლოცვის ძლიერი მელოდია,
დედაჩემში ხმაურობს, ყველა დედის, ტკივილი თუ სიხარული,
დედაჩემში ცოცხლობს, ყველა დედის, უკვდავი და ურყევი სურვილი შვილების სიფერადისა,
თავად ღვთისმშობელი გალობს ბიჭო დედაჩემის ხმაში, მის მზერაში, მის ყველა მოძრაობაში...როცა ვუყურებ მგონია მუხლებზე უნდა დავეშვა და როგორც ხატს ისე ვეთაყვანო სამარადისოდ...როგორც ღმერთს, ისე უნდა ვევედრო სულის გადარჩენა...დედა ხომ ღმერთის შემდეგ პირველი სინათლეა მიწაზე, ვინც გზის ძებნაში უნდა დაგვეხმაროს და უფსკრულს აგვარიდოს...
"დედა" დედაჩემს ნიშნავს ბიჭო...დედაჩემს...ჩვენით დამძიმებულ, მაგრამ მაინც მსუბუქი სულით მოფარფატე დედაჩემს!
დედაჩემშია დედაშენიც, შეხედე!..მხოლოდ სახე ექნებოდა დედაშენს განსხვავებული, თორემ თვალები, ბაგე და ხელები ყველა დედას ერთნაირი აქვს, ყველა დედა ერთნაირად ხედავს, შეჰღაღადებს და ეფერება შვილებს ყველაფრის და ყველა ნაკლის მიუხედავად...
დედაშენი აქ არის ბიჭო...აქ არის...დედაჩემისნაირია, ის დედაჩემშია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები