ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2021


‘’ ‘’ ‘’

ჩემი დუმილი
ხმაურია შენი სულისა.
“ულისე”.
“აჯნა”.
ანისული და ნისლი ყველგან.
ღმერთს გავს
სიმშვიდის მონატრება, ნაზარეველო.
არ მომბეზრდება
ბნელ ღამეში შენთვის მზის ქსოვა..
ითოვა.
თურმე, მთელი ღამე,
ცისფრად ითოვა!
სიკვდილი ისევ ადრე არის!
მშვიდად ვიღვიძებ..
სიმშვიდე! -ვამბობ!
გარინდება..
შობა, იესო.
(სოლ, ფა. 
სი, ლა, სოლ..)
მზის კუბოა ბოლო ოქტავა.
მოგპარავ ღიმილს.
მონატრებას.
სევდას მოგპარავ.
მოვყავარ შენთან
გაელვების იისფერ გველებს.
შენ ვერ მიამბობ ცის ქალღმერთზე
შუმერულ ზღაპარს..
ჩანხარ
სამყაროს უკაცრიელ პოლუსიდანაც.
აქ ისიკავა -
          “მინდა სასთუმლად სევდა დავდო
                    ყველაზე ტკბილი
                    ყველაზე მწარე
          და მერე ფიჭვებს დავუგდო ყური,
                    როგორ კვნესიან
                      გათენებამდე.”
ჭირხლი აქვს სარკმელს
ჩემი ფიქრის ცივი დესანტი.
გეძახდი.
მერე გახსენებდი, ლექსებს სევდაზე..
და დამხრჩვალ თევზებს ვასწავლიდი
ლოცვას დილამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები