ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2021


კაკუნი სამოთხის კარზე

სკვერში ყვაოდა პოეზია.
შორიდან მოდიოდნენ მისი კვირტების სანახავად
და უყვებოდნენ თავისიანებს.
მიჰქონდათ ამბავი შორეულ ქვეყნებში
და არავის, არავის აჯერებდნენ.
ჩვენ კი, ჩვენ ისე არ გაგვიმართლა,
რომ დავიბადეთ ამ ბაღებში, ამ დაბლობებზე
და გველიც არა მოსლასნულა ჩვენს საცდუნებლად.

მტრედების სასაფლაოზე ჩავა მზე, წითელი და ვეება.
აქ რა უნდა თოლიებს?!
აქ ცივია მიწა და წყნარია ტბები.

მე მოგიყვები თვითმკვლელებზე, პილიგრიმებზე.
რომ სიყვარული არის ძილი, ამებიოზი
და როცა ისევ გულის ტკივილს მომიმიზეზებ,
ვინატრებს სიკვდილს, ოკეანეს სანაპიროზე,
როგორც იმ ფილმში - ბოთლით ხელში, მეგობარითურთ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები