ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2009


###

ალბათ, ასეა, - მეც შენსავით არ ვარ მარტივი
და ვერაფერი ვერ გავუგე \"ოქროს შუალედს\";
ხან აგვისტო ვარ, ხან ვაწვიმებ შლეგი მარტივით,
მერე გავრბივარ გრძელი თმით და თხელი ვუალით
იქ, სადაც ყელი გამომშრალი ისევ იგემებს
მარილიანი ტალღის გემოს... (სარფი... გონიო...), -
ჩემთვის სამშობლო სიზმარია თეთრი გემების,
ზღვა კი მაჯებზე გადამტყდარი საფირონია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები