ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ბრრრრრრრრრრრრ

(მე - მეს)

რახანია სულში ისევ ქაოსია,
შენ კი მეტყვი: "დალაგდება ყველაფერი",
დადგმა კვლავაც განწყობების პანტომიმა,
სიტყვებს უნდა გავუმზადო ეშაფოტი.
არაფერი არ იცვლება, ირონია,
დრომ იმედი ლაჯებს შუა ამოიდო,
ოცნებიდან ნაწილიც არ მიპოვნია,
ახლა ამ რეალობისთვის სხვამ იომოს.
შენ კი ამბობ: "ყველაფერი არის რიგზე
და ყველაფერს მე განვიცდი უმიზეზოდ",
მერამდენედ მოიგონებ აბსურდ მიზეზს,
სულ თუ არა, სანახევროდ დაგიჯერო.
ჰოდა ახლაც, დაამსხვრიე შეგრძნებები,
იქნებ ამით მაინც მოკვდეს შენში ლომკა,
იმ ცხოვრების რომ გაგხადა შენაძენი
ფეხებისთვის , ასეთია თურმე მოდა...
მერე ერთიც შეიშალე ბოლო ლექსით,
სანამ არ დაგემართება იშემია,
დასასრულში: "გაივლისო!"- კიდევ მეტყვი,
ოპტიმიზმი -  აი ბედის ირონია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები