ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქართული ფოლკლორი
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2008


ქართული საბრძოლო ხელოვნება

ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ.
ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად:
მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა.
საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები.
მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები.
თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ.
აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები.
ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური.
საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური.
საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები.
"ხრიდოლი არ არის ქართული საბრძოლო ხელოვნება, ხრიდოლი მისი ერთ-ერთი შემადგენელი სახეობაა , ის ცალი ხელით კრივია რომელიც მე-19 საუკუნის საქართველოში იყო გავრცელებული, ისიც ერთმანეთში ხუმრობის სახე ქონდა, აბა მოდი ერთი ხელით შევეჯიბროთ ერთმანეთსო. ხრიდოლი პრინციპში მოგონილი სახელია, მაგრამ დასაწყისში თუ კარგი იყო პოპულარიზაციისთვის, საბოლოო ჯამში არ შეიძლება რომ ხრიდოლი დაერქვას ქართულ საბრძოლო ხელოვნებას. როგორც ქართული ცეკვა არსებობს და მისი შემადგენელი ნაწილები არიან სხვადასხვა ცეკვები: განდაგანა, მთიულური" . ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზის თავი ლაშა კობახიძე.
ქართული საბრძოლო ხელოვნების დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნების" მნიშვნელოვანი ნაწილია. ის სხვადასხვა ეტაპებს და სხვადასხვა საფეხურებს მოიცავს. კავშირ "ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში" ახლადმოსულთათვის ის სხვა თემებს მოიცავს, ვიდრე ეს არის უკვე კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნების" ჯგუფის წევრებისთვის და ზემოთ, აქ არის საუბარი იმ იერარქიულ კიბეზე, რომელიც კავშირ "ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში" არსებობს. სხვადასხვა ეტაპები, გარკვეულწილად სხვადასხვა ცნობიერების და გამოცდილების საფეხურებია. ამ სამი პრინციპის სხვადასხვა თემების განხილვა ხდება კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნების" შიგნით, , ხოლო რაც შეეხება ზოგად პრინციპებს, სიბრძნე, სიმართლე და ძალა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს.
1.სიბრძნე თავისთავად ძალაა და ის რაც სიმართლე არ არის არ შეიძლება სიბრძნედ ჩაითვალოს.
2.სიმართლე ადამიანის გზის სწორი მიმართულება არის. სიბრძნის გარეშე სამრთლიანობის პრინციპი შეუძლებელია, ხოლო ამ მიმართულებით სიარულისთვის შინაგანი ძალა არის საჭირო,
3.ძალას კი ადამიანი სიბრძნის(ცოდნის) გარეშე ვერ აკრეფს, სიმართლის გარეშე კი ძლიერი ვერ ივლის წინ დიდი ხანი, რადგან ადამიანის მსოფლმეხედველობა სიმართლის გარეშე არ არის სრულყოფილი, წინააღმდეგობრივია. ძალა ერთობაშია, ერთობა კი ადამიანების შორის სამართლიანობის და სიბრძნის პრინციპებს ეფუძნება.
საბრძოლო თამაშობები საქრთველოში ძალიან ბევრი იყო და ისინი გამიზნული იყო იმისთვის, რომ
თამაშ-თამაშ ჩამოყალიბებულიყო სრულფასოვანი მებრძოლი, რომელიც თამაშების მეშვეობით შეიძენდა იმ უნარ-თვისებებს, რომლებიც საბრძოლო ხელოვნებაში იქნებოდა გამოსაყენებელი: დგომი, სისწრაფე, შეჯახებაში მდგრადობა, ყურადღება, მოსაზრება, ჯგუფური აზროვნება და ა.შ.,
ქართული საბრძოლო ხელოვნების შემადგენელი ნაწილები არიან:

თუშური ფარიკაობა
ხევსურული ფარიკაობა
ხანჯლაობა
შუბოსნობა
საბრძოლო ჭიდაობა
ცალხელა ჭიდაობა
მაჯურა ჭიდაობა
ჯოხით ბრძოლა
მათრახით ბრძოლა
ტაბარით ბრძოლა
..............................და ა.შ.
ქართული საბრძოლო ხელოვნება დროთა განმავლობაში ხრიდოლთან ასოცირდა,მაგრამ მემგონი დღეს ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ უკვე ბევრმა ადამიანმა იცის და ამის საჭიროება აღარ არის, ჯობია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას,
სამწუხაროდ ქართული საბრძოლო ხელოვნება რამდენიმე ჯგუფადაა დაყოფილი.

( ინფრომაციის მოწოდებისთვის მადლობა რ.ჩ-ს )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები