ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2010


მოსე (რომანი--გაგრძელება-- III თავი)

                                                            თავი მესამე

.....,,და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა.’’....
                                                                                        იოანე საბანისძე.....
....და ირყეოდნენ.... --- ძლიერთა--- ძალი... შენათვალი.... იქა ხარ, სადაც ვერა ძალით ვერ დაიძლევი.... კლდის ქიმზე მდგარი....მძლეველს ვითა სძლევს ის ძველი, ფუჭად დამაშვრალი.....თუმც ქროდნენ ქარნი.....

და ირყეოდნენ...... --- ქართაგანნი ---...ნაქარალნი....ზვირთამაღლებით...ძველმონატრებით... შავი და ბნელი....ნაგულვანები, მწვერვალს მომწყდარი ქვა ნაოტალი..... ქარდაცემული....ქარავანი ზღვანამშრალი..... ფეხზე ამდგარი ყელყელაობით, ტალღა ნაოტი, თუ ნანინანად ქართა ნამღერი.....
ახალნი ქარნი  დაბერავენ ნაქარავნები.....
განახლებულთა გულისთქმათა ნასუნთქი თუ.....და ნახული...გადანახული  სიტყვა კარგული.... ახალი მოდის......
და ირყეოდნენ..... რყეულნი ჟამნი....ძლეულნი თვალნი.... მოთვალთვალეთა ტახტამაღლებით ჩამომჯდარი....სისხლის წვიმებად...
პირმშოა მკვდარი....გადარჩენილი ჩემი ყრმა გზაში .... რჩენილი ქარში...ჩემდა იმედად......

და ირყეოდნენ...... ვითარცა, თუ მართლა ლერწამნი....ო...ნილოსის მონაპირეთა ....
იქ, ეგვიპტური ნასიზმრალი მწვანე დაფენით....ნალერწმალი....  ნაზი ნასუნთქი.... რწმენით ნაფერი.....გამოაღწევს დაკეტილ კარში.....

.....და მწვანე ნაპირს შენაპირი...მომლოდინე ის დიდი წამი ....
როცა მოხვიდე...გამოხვიდე....მეორედაც ....
უკვე მეორედ ნალერწმალი...ნილოსის ტალღას შენაბრძოლი, თავდაუხრელი ლერწამი სწორი........
ფეხი გადმოდგა...ნაპირი მშრალი....ლერწამნი კი ირყევიან....
და რწმემნის ძალით.....,,ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ’’......

...რწმენის კიბეზე ნელა ამავალია, გულს  ჩამავალი...... სიტყვა ფარული, გადაფარული, სასოებით მონამული გზაა, გრძელი და ეკალფარული..... ფეხებს მიჩხვლეტდა........

ვარდისფერ ბურთულებს იქ, საკენში ასული,  დასდევდა და..... ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა........ კიდევ კარგი დამიფარე, უფალო....
კიდევ კარგი არ გამაბოროტე..... სასხლეტზე ხელი რომ მეჭირა და..... კიდევ კარგი უსინდისო, მაგრამ მაინც კაცის ცოდვა არ დავიდე......

ბავშვობას ვარდისფერ ბურთულასავით გამოეკიდა და.....

ეეჰ, ბებო, ბებო... რა იცოდი, რომ ამერიკაში,  იმ  ,,ახდენილი ოცნებების ქვეყანაში’’ წასული, შენი ზრდასრული და ამჯერად ძალიან წარმატებული შვილიშვილი, ყველაზე მეტად თუ......  შენი სკივრიდან ამოპარებულ და უბეში ჩუმად ჩატენილ, შენი ჩურჩხელის სურნელს მოინატრებდა.... და.... კიდევ.... კიდევ, იცი, რას?...... ჩვენი ვენახის თავში მდაგარ, სიოს მონაბერზე მოცახცახე, აყვავებულ ალუბალს....... ეჰ, ბებო, ბებო.......

........ ბავშვობა ვარდისფერ ბურთულასავით გასხლტა... გასხლტა და წავიდა...გაფრინდა სადღაც......

                                                (II ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება)
                                                                                                                                                                                          2010 წელი. 10 იანვარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები