ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
26 ივლისი, 2010


ზღაპარი დრაკონზე (დაკვეთა ვისია კი იცით)(მოკლე ტექსტურ შეტყობინებასავით, გაგრძელება)

                                                              ავუი ხუს გამოჩენა
      ავუი ხუ, აღმოსავლეთიდან, წითელ და ლუrჯ მდინარეს იქით რომ თავწაჭრილი მთა იყო, იმის გაღმა ქვეყნიდან მოვიდა. იმ ქვეყანაზე სან დრაკონიოს დრაკონებს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, იქითკენ გაფრენილებს რაღაც ძალა აიძულებდათ, მოტრიალებულიყვნენ და გეზი ეცვალათ, არავინ იყო ისეთი ვინც დანამდვილებით უწყოდა, რა ხდებოდა იქითა ქვეყანაში, სიჭაბუკეში უჩინ ლიმაც სცადა იმ ქვეყანაში მიფრენა, მაგრამ ძალუმ ფრთებში სისუსტე იგრძნო, მაინც გაძალიანდა, არ შეეპუა დაღლას და ტკივილს, არ შეჩერდა, ფრთის ექვსი-რვა დაქნევაღა რჩებოდა, თვალიც კი მოჰკრა, – მთაგრეხილს იქით ცეცხლიანი მდინარე მიედინებოდა, ხეობიდან კი ცხელი ორქლის ღრუბლები ამოდიოდა და მორჩა, მიხვდა რომ მეტს ვეღარ გაფრინდებოდა, უძალო გამხდარიყო, ტყვიასავით დამძიმებული ფრთები აღარ ემორჩილებოდა, ტრიალ ტრიალით წავიდა მიწისკენ, ფრთები სახეზე აიფარა, თავი რომ არ დაერტყა მიწისთვის. კიდევ კარგი, ბალახიან მდელოზე დავარდა და ძალიან არ დაიზიანა ფრთები, ორი დღედაღამე მოანდომა მაშინ უკან გამობრუნებას უძინ ლიმ, ფრთადაზიანებულმა ფეხით გამოიარა მთელი გზა. ძალაგამოლეული და და გონწასული იპოვეს მის საძებრად წამოსულმა მეგობრებმა. დიდხანს იშუშებდა ჭერილობებს და მარცხენა ფრთაზე ეხლაც ეტყობოდა ღრმა ნაიარევის კვალი, დაცემისას ბაობაბის ტოტმა რომ დაუტოვა სამახსოვროდ. ამ ამბის შემდეგ არც აღარავის გაუბედავს გაღმა ქვეყნის ნახვა, ვინმე ახალგაზრდა დრაკონი თუ გამოჩნდებოდა და ბაქი-ბუქს დაიწყებდა, მე წავალ და ვნახავ, რა ხდება იმ ქვეყანაშიო, ძველები ეტყოდნენ შენ უჩინ ლის ამბავი არ გეცოდინება ახალგაზრდავ, ჩამოჟექი დაიჭყნარე აბობოქრებული სურვილი თავის გამოჩენისა და მოგიყვებით რა შეემთხვა უჩინ ლის და ამბის ბოლოში, როცა იმ ადგილამდე მივიდოდნენ როგორ მოკრა თვალი ბრძენმა უჩინმა ცეცხლმოდებულ მდინარეს და როგორ დაენარცხა ძალაწასული მდელოზე, აღარც ერთ დრაკონს აღარ უჩნდებოდა სურვილი იმქვეყნის ხელმერედ ხსენებისაც კი. აბა, თუკი თვით ბრძენსა და ჯადოქრულ ხელოვნებაში გაწაფულ უჩინ ლის ასეთი ამბავი შემთხვეოდა, იქ ახალგაზრდა გამოუცდელ დრაკონს რაღა ესაქმებოდა?!.. ავუი ხუ პირველი დრაკონი იყო რომელიც გაღმა ქვეყნიდან სანდრაკონიოში გამოჩნდა. კი ამბობდნენ, რომ იმ ქვეყანაში მცხოვრები დრაკონები განსხავავებულები არიანო, მაგრამ ეს განსხვავება რაში მდგომარეობდა და საერთოდ ცხოვრობდნენ თუ არა იქ დრაკონები, დანამდვილებით არავინ იცოდა.
      ქალაქის ცენტრში, დრაკონ ცაი ცხეს საჩაიე ჰქონდა, უამრავნაირ ჩაისთან ერთად მხოლოდ აქ მოგართმევდნენ შავ შოკოლადს პიტნის გემოთი ანდა ტრუფელს წითელი კაკაოთი და არ არსებობდა სან დრაკონიოს მცხოვრები თუ ქალაქში სტუმრად მოსული, ერთხელ მაინც რომ არ ყოფილიყო ამ საჩაიეში ნამყოფი. ურჩხულეთში ძნელი იყო, ვინმე შოკოლადით გაგეკვირვებინა , მაგრამ ცაი ცხე ამას მაინც ახერხებდა, განსაკუთრებით გემრიელი შავი შოკოლადებით და ტრუფელებით. ორი შვილი ჰყავდა ცაი ცხეს და ორივე მამის კვალს გაჰყვა, – იგონებდნენ ახალ რეცეპტებს და ყველას აოცებდნენ სხვადასხვა გემოების შოკოლადებითა თუ ნამცხვრებით, მოკლედ ერთ მშვენიერ (ასეთი ამბები კი ყოველთვის მშვენიერ დღეებში ხდება) დღეს, როცა ჩვეულებისამებრ, საჩაიეში შეკრებილ დრაკონებს ბოლო დროს გახშირებულ წვიმებზე და წყლალდიდობებზე უნდა დაეწყოთ საუბარი, კარები გაიღო და საჩაიეში მაშინ ჯერ კიდევ უცნობი დრაკონი ავუი ხუ შემოვიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები