ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2011


შეშლილთა კასტა

                       
სახეთა რიგი.
ჩავიწეროთ?
დიახ. მზადა ვართ.
აბა დავიწყოთ.
ვინაობა?... დიაგნოზი?...
ბოლოს რას სვამდა?
.დაბდაბდაბდაბდაბ................................................
თავად რას გვეტყვის?

,,ვერც ვერაფერს,  რა გითხრათ, აბა?....
არც  წერა მინდა....
სულ პირველად არ ვეძებ სიტყვას,
რომ ფურცელზე დავკიდო წაღმა,
გამოვფინო და როგორც დამღა, არ  გადავმალო....
არა! არ მინდა შევიფერო კასტა და რასა....
არც  კარგი თეთრი სამოსი მაქვს - თქვენს გასაოცრად,
და არც თეთრი ფრთები მეზრდება
ზურგს უკან,  მაღლა......’’

მშვენიერია.
სად გინდათ  წასვლა?
შინ.
მისამართი?
აქა და აქა.............
გასაგებია.
და ესეც დასკვნა:
დაწყებითი შიზოფრენია...
გამოხატული მანიაკალურ სურვილში ფრენის და კიდევ წერის,
დაძლეულია......
არც წერა სურს  და აღარც ფრენა.
კარგად დასრულდა.
დღესვე ვუშვებთ?
დიახ. აბა, აქ რაღა უნდა?.....
სულ მცირედი მოსაწყენი ფორმალობები და.....
აი, ხელი აქ მოაწერეთ...აი, აქაც.....
ესეც  ასე...
..... ინებეთ პალტო. ეს ბერეტიც.... თქვენია, ალბათ?......
და ახლა რა ვქნა?
თავისუფალი ბრძანდებით,რადგან
თქვენ განიკურნეთ.

წავედი და უცებ გავჩერდი.
რაო, როგორ უწოდეს ამათ?......
და თან ფრთებს ვარხევ.....
ჩაღიმილება.....
საოცარია,
მაინც როგორ ვერ შემამჩნიეს....
ამხელა ფრთები....
მართალია, შალის ქვეშ ვმალავ,
მაგრამ...... მაინც,
საცოდავები....
ნეტავ, ის ჩემი რვეული სად მაქვს?
გამახსენდა...

მაღალი ძაბვის მავთულხლართზე გადაკიდებულს
მიაგნეს დილით,
იქ, ასე მაღლა, შუა მინდორში რით ააღწია,
ვერაფრით ახსნეს......
და ეს დაასკვნეს:
სადღაც ზევიდან თუ ჩამოვარდა.
რატომ, საიდან?
აუხსნელია.
მიაჩუმათეს.

მათ მავთულხლართთა იქით ვერ დატევ,
ვერც ცის აქეთ და ვერც ცის იქით,
რადგან ისინი პოეტები არიან....
........შეშლილთა კასტა.
                                          02.03.11.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები