ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2013


მუქთა თუთა

„მუქთა თუთა მტრედებისთვის...
მუქთა თუთა...
ლხენა შუქთა _
მუქთა თუთა მტრედებისთვის...“
თითა თუთა მარგალიტად გამიმუქდა
და მის სუნზე მტრედების გუნდს სული მისდის.
ვით თავადი, მიგოგმანებს ღვთის ფრინველი
და ატყორცნილ შუბლით პენტავს სხივთა გამებს,
მწუხრის ხუნდებს გადიბუდებს მზე ნინველი,*
თეთრი ხუნდი მოციმციმე ცისკარს გახევს;
დაიყრება მუქთა თუთა მარგალიტად,
დაესევა მას გვიძინთა იაგუნდი,
მათთან ფრენით მეც ეს სული გამიგვრიტდა,
გაიტვრინე _ სულ „გუ-გუ“-თი დაგიბრუნდი.
ახლა ზეცას კალთას ვკოცნი პილიგრიმი,
დარბაისელ ზარებს ისე ვესალმები,
რომ დამღადროს დაფიონმა მწველი სიმით
და სინაზით გაგისწორო მზეს თვალები.
მსურს, აშუღმა დაუაროს ძირძველ ქუჩებს,
დაამღეროს: „მუქთა თუთა მტრედებისთვის...“
მწამს: თბილისი ისევ ბადებს ჲეთიმ-გურჯებს
და მტრედთა გუნდს შავ თუთაზე სული მისდის.

თბილისი
სულთმოფენობა, 2005წ.
__________________________________________________________________
* ნინველი _ ჩვილი, ყრმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები