ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2013


ძველი თბილისის შთამომავალი

ზმპრტალოს რაიონის
გლამნ ნაციანალნი
დვიჟენიას ფრონტნი ნაჩალნიკ
აუთუ დაუთუძეს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ვარ 78 წლის ზმპრტალო ქურთი მე და ჩემი
ოჯახმა დიდი ამბავი არი. მთელ თბილისზე ჩემი
ცოლი ძაღო მთელი ცხოვრება პროსპექტი გვიდა,
ჰამაც ბეთვაძეების ნაგავი ყრიდა. მე 4 წელი
მუსორნი მაშინაში იყავი ვრა შული ყამს იმათ
სამუშაო ვერ იშოეს. ჩონი ამბავი სუ იცი,
ძალიან თხოვნა არი დახმარო და რამეში გვიხმარო
ბოდიშ, პლახოი პოჩერკი აქს!

ჩოლოიან იშხანა


სიყვარულით ძია იშხანს


თბილისური ჩიქორთულით
მირჩევნიხარ ბევრ ქართველსა!
ქურთულმიჩუქურთმორთულმა
შენმა სიტყვამ მიალერსა,
ძია იშხან! ვრა შულ შვი და
მზემ ცხრა თვალი რად არ გაღო?!
პროსპექტს ხომ ერთგულად გვიდა
შენი ცოლი, შენი ძაღო!..
ვაგლახ, ბედო, ზოგთან ყბედო,
ზოგთან ძუნწო-ყურუმსაღო!
ასე რატომ გაიმეტე
ჩემი იშხან, ჩემი ძაღო?!
ძველ თბილისსა ვინღა ჩივის,
ყარაჩოხელს, კვლავ რომ იშვას!
აგერ, ლუკმა გამოსცალეს
ხნით დამაშვრალ ძია იშხანს!
შენ ხარ ზმპრტალო ქურთი,
მე - ქართველი საბურთალო
ყელში მახრჩობს სიმწრის ბურთი -
დარდი როგორ დაგითვალო!
დანანებით ვუმზერთ ქუჩებს,
ეჰ, იმ თბილისს აღარა ჰგავს...
სამართალიც კვლავ იყუჩებს
და ჩაიყრის სულში ნაგავს.
ჩვენ მივტირით თამარ-მეფეს,
ივანეს და ზაქარიას, -
უკვდავება მათ მხრებზე წევს,
ჩვენს სულსა კი ხანძარი აქს!
შეგღიმილებ უცნობ მოხუცს,
ჯაფა ნაყოფს მაინც ისხამს.
ვიკა შენთვის სუ ილოცებს,
საყვარელო ძია იშხან!
შენ შენს მზესა შაევედრე,
გაახილოს ცხრავე თვალი,
ჩამოიხსნას ცხელი ჩადრი,
გააფხიზლოს სამართალი.
მადლობა და გვაპატიე,
მოხუცს მოფერება უნდა.
ღმერთო, მზეგრძელობა მიეც
ძმათა - ქართველთა და ქურთთა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები