ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2014


მერე

მახსოვს ფეხშიშველა გარბოდი,
მე კი დაგიჭერდი წვალებით...
მერე მოსწყდებოდი ხელებს.
როცა ჩუმდებოდა სოფელი,
როცა ჩუმდებოდნენ თვალები,
უფრო ხმაურობდა ღელე...

უკვე მთავრდებოდა ნაპირი,
უკვე აღარ გვერქვა ბავშვები,
და ჩვენც მივდიოდით. მერე...
ხანაც წყალთან ნათამაშევი,
ხანაც ბედთან ნათამაშევი,
მამაშენს დავაჯერეთ,-

იყო ყველაფერი მარტივად,
იყო ყველაფერი ძნელად და
ხანაც არაფერი იყო.
ეჰ!
მერე მივდიოდით ნაპირთან,
სანამ ივსებოდა ხელადა...
მერე - ვერაფერი ვიღონეთ.

მერე გვიტაცებდა დინება,
მერე (მახსოვს დანამდვილებით)
ბედმა მოგვიხელთა  სულ მთლად,
როცა იშლებოდა ნაწნავი,
როცა იხსნებოდა ღილები...
როცა - იკრებოდა სუნთქვა.

მერე იწყებოდა საღამო,
მახსოვს, როგორ ვერ გავუძელით,
ანდა გავუძლებდით როგორ...
მე რომ მემჩნეოდა შიში და
შენ რომ გემჩნეოდა მუცელი,
ჩემო საოცნებო გოგოვ!..

მერე წამოვედი სოფლიდან,
მერე, იყო ეს განაჩენი:
ცა თავზე ჩამომექცა!
მერე - დაგიტოვე ანდერძი:
შენ ჩვენს პატარასთან დარჩები,
მე კი უდედაო ლექსთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები