ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2014


ყვავილი პალატაში


მზე გენატრება სინათლის მზირალს
და გეზმანება მინდორი ჭრელი
ვინ მოგისაჯა მშვენების წილად
მცირე მიწა და ლარნაკის ფსკერი.

გარეთ კი ცაა და ისე გრილა
ისმის ხალისი ათასი ფერის
სალამურივით წკრიალებს წვიმა
მაგრამ ორივეს გვიშრება ყელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები