ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი ვერცხლის ჩიბუხით
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


(რაც გინდა ის დაარქვი...)

აივანზე ვეწევი ამყრალებულ პაპიროსს
და ფილტვებით ვისუნთქავ არაფრისმთქმელ ნაფაზებს,
ჩემი ცოლი საღამოს სეირნობას აპირებს,
მეღიმება და ამას მეძავობად ვაფასებ.
ღამის სამ-ოთხ საათზე ვიპარები სახლიდან
და გზის პირას ვათენებ იდიოტის თვალებით,
მიზეზი მაქვს, თუმცა კი, რომ თავს კედელს ვახლიდე,
მაინც ვსუნთქავ და ვფიქრობ არასდროს გავთავდებით
მე და ფიქრი. საკუთარ თავსაც ვერ ვცნობ ამ ბოლოს,
ნერვიულად მუხლებიც მითამაშებს. ძვირფასო,
ყოველ შაბათს ტაძარში ვარ ეული ამბოლი,
და ბავშვობის სურათი, შენი, უფრო ძვირს ფასობს,
ვიდრე ცოლი, რომელიც სეიენობას აპირებს,
ვიდრე ქმარი, რომელიც მას მეძავად აფასებს -
აივანზე ეწევა ამყრალებულ პაპიროსს
და ფილტვებით ისუნთქავს არაფრისმთქმელ ნაფაზებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები