ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაბოლილი ფიროსმანი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2015


სურვილი

წვიმები ნოემბრის... წვიმები და ციდან,
ქარს მოაქვს ხეების სულ ბოლო ფოთლები,
ქალაქში მტრედებს და ბეღურებს აცივდათ,
და უფრო მეტი ჩანს ფანჯრიდან ქოლგები...

მე ვზივარ ოთახში, ვწერ ასე მარტივად,
საღამოც ბინდისფერ ჟალუზებს ჩამოწევს,
მე მინდა ღმერთო, რომ სურვილი ჩავითქვა,
ამ ზამთარს არცერთი ბეღურა არ მოკვდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები