ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერსონიმუს ვილჰელმ ლიბენშელი
ჟანრი: პროზა
3 მარტი, 2015


მემუარები სამოთხიდან


თავი პირველი - "ველქომ"

              შევაღე თუ არა სამოთხის კარი, იქვე მისაღებში თეთრი სავარძელი დავინახე, ლესია უკრაინკამ ახლავე მოვალო და პალტო გამომართვა. დავჯექი, მაგიდაზე ბროშურები ეყარა, მათგან ზოგი რეპროდუქციაზე, ზოგი უსაფრთხო სექსზე, ზოგიც მანქანის უკონტაქტო რეცხვის დადებით მხარეებზე იყო. მე ავირჩიე ყველაზე იმქვეყნიური, რომელიც ჩემთვის უკვე ამქვეყნიურს ნიშნავდა, "ძროხის დისტანციური წველა," დაგაინტერესათ? - მკითხა მობრუნებულმა ლესიამ, - აუცილებლად გაეცანით ბოლომდე, ხომ იცით ზეციური ანდაზა, "ვინც რძეს არ სვამს ცოლი გაექცევაო," ყავა ნაღებით გინდათ?
-რასაკვირველია, - ვუპასუხე და კეფა მოვიფხანე, რაღაც მანქანებით თმა ისევ ამომსვლოდა, გამიხარდა.
-ეს თქვენი გასაღებია, ამ ოთახში გაატარებთ მარადიულ ყოფას, ტელევიზორის პულტი, კბილის ჯაგრისი და მტვერსასრუტი ფეხსაცმლის კარადაშია. საუზმე 10 საათზეა, სადილი 14 ზე, შემდეგ ისევ საუზმე და სადილი, თუ რამე დაგჭიდეთ მისაღებში დარეკეთ.
მადლობა გადავუხადე და რკინის ლიფტში შევძვერი...

იმ ღამეს ინგა გრიგოლიას სტუდიაში ვარსქენ პიტიახში და ლევან ვასაძე ჰყავდა, მე კი სინგაპურის ხედებით ვტკბებოდი ზეციურ საქართველოში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები