ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2015


* * *

შლის გაზაფხული მიწაზე კარვებს,
ისე,რომ ადგილს არსად არ ტოვებს..
თავზე საყრელი მზე არის გარეთ,
მე კიდევ ჰაერს ხელში ვაგროვებ,
რადგან ფილტვები კვამლით ავივსე,
და ხმა გაქურდულ დუმილს დავეძებ,
როგორც ნაყოფებს ბელწი ალვის ხე,
ყველგან
და მინდა, რომ შენ სახეზე
შევნიშო სითბო ისევ სიცივის,
ისევ ისეთი როგორიც მაშინ,
როცა ფრთებნატკენ ცოცხალ ჩიტივით,
ვიჯექი შენს წინ და მსურდა სახლში...
არავინ არ ვარ ახლა საერთოდ,
და თუ ვიყავი ვცდილობდი მხოლოდ,
მე სულს ვუბერავ გულით ჰაერს რომ,
იცოცხლოს, ვინც მას ჩაყლაპავს ბოლოს...
ასეა, არ მაქვს იმედი ხვალის,
რადგან დღევანდელ ყულფში ვყოფ კისერს
შენ კი ტუჩებთან ეგ ვიწრო ხალი,
გააფართოვე ღიმილით ისევ...
მთებში ხეები იცვლიან იერს,
და აპრილი კი ხტება ტოტიდან,
ქუჩის ბოლოში ყიდიან იებს,
ვიყიდი მას და ჩუმად მოგიტან..
შლის გაზაფხული მიწაზე კარვებს,
ისე,რომ ადგილს არსად არ ტოვებს..
თავზე საყრელი მზე არის გარეთ,
მე კიდევ ჰაერს ხელში ვაგროვებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები