ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2015


არც ისე შორს გასაგზავნი

სიმშვიდე მჭირდება,
გთხოვ ჩაუწიე,
ან სულაც გამორთე
საინფორმაციო გამოშვება...
ნუ მკითხავ რატომ,
უბრალოდ მინდა გამოვიკეტო
და დავრჩე, როგორც უსულო საგანი
ამ უჰაერო და ცივ ოთახში,
სადაც ფარდები დაშვებულია,
დაკეტილია ყველა სარკმელი,
ყველა ოცნება, ყველა მიზანი,
რომელიც ახლა შორს არის ჩემგან,
უნდა შევკრიბო
და გამოვუშვა,
გამოვატანო წინადადებას,
რომ რაც დრო გადის
მე გულს ვტკენ მხოლოდ...
ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ
ნავთსაყუდელებს ჩემს არსებაში...
ან შენ რატომ დგამ ასეთ ნაბიჯებს
დაუფიქრებელს, ალალს, განწირულს,
ან რატომ ეძებ ბედნიერებას,
ჩემს ხმაში, სულში,
რომელიც უკვე დიდი ხანია წავიდა ჩემგან.
ეს არ გეგონოს დეპრესია,
ან
სასოწარკვეთა,
ეს უფრო მოჰგავს თავის მართლებას,
მაგრამ სიმართლე ის არის მხოლოდ,
რომ რაც დრო გადის
აღარაფერი რჩება
ქაოსის გარდა...
მაგრამ შენ რატომ
მოგგვარა შვება,
ჩემმა
ნამძინარევმა
ხმამ?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები