ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2015


ჩემს ჭირისუფალს


ბევრი რომ არ გავაჭირვო ახლა, -
ბრაზითა და ბოღმითა ვარ სავსე.
ნასადილევს პირს ვიწმინდავ ნახმარ
ხელსახოცით. დანაზოგით ვავსებ

იმ ყულაბას, ცხოვრებამ რომ მომცა,
ვიწრო შარვლის - გახვრეტილი ჯიბე,
ნუ დამცინებ, გაგახსენდეს როცა
ერთი წუთით შენც ჩემსავით გჭირდეს.

ხელსახოცს რომ დავანებოთ თავი, -
სახე მაქვს რო? მოსაწმენდად თუნდაც
სიმწრის ოფლის, -რომ დამასხამს ცვარი,
იმ სახეზე, -აწ რომ დაკარგულა.

დაკარგულა ღიმილიც და განცდაც,
ცხვირიც, ტუჩიც, და მის ქვემოთ ხალიც.
მხოლოდ ერთი, სინანული დარჩა
და სარკეში მოლანდება, -მხდალი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს,
და რომ უფრო არ დავკარგო სახე,
მონაყოლს არ დაუჯერო, მენდე
გიჯობს, ერთხელ მესტუმრე და მნახე...

                                30.07.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები