ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2016


ჩამავალი მზის ოროთახიანი სახლი

ეს ჩემი სახლი გაიცანით, ასე პატარა,
თაღებიანი, მთვარიანი ორი ოთახი.
ვერ წარმოვიდგენ, თუ ოდესმე სადმე გადავალ -
ერთ ოთახს ქუჩას ვეძახი და მეორეს თაროს,
ერთგან ხალხს ვხვდები, შემიძლია არ შევიყვარო,
თუმც ნაინც მიწევს, რადგან ასე ერთად მოვთავსდით.

აქეთ ოთახში გუგულია და ბუდეები,
იდოტები და 30 ვერცხლად ნაყიდნი.
სარკის მხატვრობა, ჰელოუინი, ცოტა მოხიტო
ჩვენ ძლიერ გვიჭირს, ყველას გვინდა სადმე „მოვხიოთ“,
თუმც ისე ძლიერ არ ვგიჟდებით, სახლი გავყიდოთ;

სახლი, რომელიც ათანაბრებს სიძულვილიან
სიყვარულს, თავის თაღებით და რკინის კარებით.
აქეთ ოთახში როცა გინდა, მაშინ თენდება,
თუმც იქით ხშირად ღამე არის, იქით ძილია
და მთვარეს ბევრი პოეტი ყავს ბოიფრენდებად.

მე ხშირად ვხვდები ძველ მწერლებს და
ნატუსაღარებს,
ყრუ კომპოზიტორს,
ბრმა პოეტს თუ მამის მკვლელ შვილებს.
სასმელზე ვიწვევ, აღარ მინდა ფიქრით დავღალო,
მარტო ვტოვებ და სხვა ოთახში
დიდხანს ვშიმშილობ,

რომ იქნებ ვინმემ დაინახოს ჩემი პროტესტი,
ფანჯრიდან მაწვდის ხორცის ნაჭერს
ვეგეტარინელს.
მერე მინდება, ეს ოთახი გავაგროტესკო,
მერე მინდება, ჩემივე მდგმურს სახეში ვურტყა,
რომ არცერთი დღე
დაკარგული
არა ღირს ფურთხად,
რომ რაც არ გვსურდა,
წიხლით შეგვდგნენ,
აგვატანინეს.

თუმცა ვმშვიდდები, ვუბრუნდები ჩემს საუძილობე
ოთახს, რადგანაც
აქ მასპინძლად ისევ მიცდიან.
არავინ იცავს ეტიკეტებს,
აუცილებელ
ბლა-ბლა-ბლაას,
ათას სისულელეს,
ვიღაცის მიერ
გაწერილ დროის პროგრამას და სხვა პოლიციურ

სამსახურს ისევ ვემიჯნებით,
წყნარად ვართ ჩვენთვის
ვცდილობთ, ვივიწყებთ საათებით
იქეთ რაც ხდება.
წუხელ გვეგონა, რომ ერნსტ გრებერს გადავარჩენდით,
თუმცა მაკმერფიც გიჟდება
ან დროში მარცხდება,

ან ამოწურავს საკუთარ თავს,
მერე სიკვდილიც
არის პოემა, რომანი თუ
ერთი გასროლა.
გადაუვიდა თავისი დრო რამდენ ჰერაკლეს,
მაინც გვგონია, გალაკტიონს თითქოს ხელი კრეს
მისმა ლექსებმა,
მაინც დარჩნენ მკვეთრი მიმიკით,
და აქ არიან,
ამ ოთახში,
არსად წასულან!..

რაც შეეხება
„იქით ოთახს“,
ახლა წვიმაა,
ღამეა, როგორც ყოველთვის ან...
ან უმეტესად.
თავს მოგაჩვენებს რამდენიმე ცოცხალ წმინდანად,
სახლში უშვებ და
გაკვირვებას როცა ვერ მალავს,
მატეოს კლავენ,
ონისე კლავს საკუთარ მამას.
ასე ირევა სიუჟეტი,
სტკივა მედეას

უშვილო ძუძუ...
ჩემს უჭერო ოთახში წვიმა
ჩამოდის, თითქოს გაზაფხული ნაზამთრალ წიწვებს
აწვეთებს წამლად
ყამრალ მიწას ნაჯაფ უბეში.
ეშმაკმაც ლახვროს მოგონილი თქვენი ნუგეში...
და ჩემი სახლის უჭეროთახს
მკვიდრად აწვიმდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები