ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2016


ვ ც ო დ ა ვ თ?

   

ჩემშია,
შენზე  ფიქრები,  მიმძიმს.
გავდივარ,
ბეწვის  ხიდზე  ამ  ტვირთით.
მძიმეა, 
მაგრამ  რაღა  ვქნა  ახლა,
გზაგასაყარი,
არსად  ჩანს ნიშნით.
ვჩანვარ? 
არ ვჩანვარ,  რად  მიხმობ  მაინც,
თასი  ვყოფილვარ,  პირამდე  სივრცით,
ვცოდავთ? 
მკითხავდი,  თვალებით  ისრიმ,
არა!
გეტყოდი , აქ  რატომ  მიცდი,
მიმწუხრმა  ჟამი  დათალხა  ხედავ.
გეხები,
ისევ  თვალდახუჭული
და  სურნელს  გრძნობის  შენისას  ვძერწავ.
რომელიც  ფრთხილად,  სათუთად,  მტკივა
ვით ქარიშხალში,  ფოთლები  ძეწნას.
წადი!
გეტყოდი,
შორს  იყავ,  რადგან, 
მიყვარდე  მეტად,  მინდა  ამაზე,
შენ  კი,
ჩემთან  ხარ, 
თქვი,  მოგწონს  ასე,
სულს  ითბობ  ჩემი  გულის  პარმაღზე.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები