ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2016


გასაუბრება სიკვდილის სეკუნდანტთან ანუ მაისის იმედად...

აი ისიც - შემობრძანდა აპრილი,
გადატენეს პოეტებმა კალმები
...
მე კი თავი მარყუჟში მაქვს გაყრილი
და სიკვდილის სეკუნდანტს ვესალმები.

განსხვავებით სხვა სეკუნდანტებისგან
(დროს, იარაღს, ადგილს რომ ათანხმებენ),
ეს კითხულობს, თავს თუ ვიკლავ ნებით და
ჯოჯოხეთზეც თუ ვაცხადებ თანხმობას?..

უკვირს, ისე სწრაფად ვაძლევ პასუხებს,
ამ თითქოსდა არცთუ იოლ კითხვებზე
(მან რა იცის, მე, რა სევდა მაწუხებს...)
და უფრო თბილად კითხულობს მიზეზებს:

- სენი გჭირს რამე, ძმაო თუ ვალები?
ან იქნება შეეჩვიე სმა-თრობას?
- არა!
- აბა?
- ქალი, თაფლისთვალება! -
არაფერის რომ არ უნდა დათმობა...

ეღიმება და მთხოვს:
- შენ არ გაბრაზდე,
აპრილის მზე, ძმაო, კარგად არ ათბობს,
ეგ სიკვდილი ივნისისთვის გადადე,
თუ მაისშიც არაფერი არ დათმო.

დამარწმუნა - ვეთანხმები, ვუჯერებ.
უფროსთან საუბარს თავის წესი აქვს.
თანაც, აზრიც არ ყოფილა უჯერო -
სიკვდილი ივნისში უკეთესია!..







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები