ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2016


***


***
ღვთისმშობელი_
მშვენიერი
და ხალისიანი
როგორც გაზაფხულის
პირველი დილა...

***
მაგრამ ისე სტკიოდა გული
ეკლის გვირგვინი რომ დაადგეს
არც გაუგია...

***
და არც დარდი გაკლია_
დავიწყებული ეკლესიის
ზარივით მძიმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები