ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2016


მიყ-ვარ-ხარ

გამოგიტყდები,არაფერი აღარ მადარდებს,
დიდი ხანია უდარდელად მივსდევ დინებას,
ძველ ტკივილებსაც კუნაპეტი ფერი გადასდით,
გაზაფხულიფრად იღებება შავი მინებიც
ჩემი ოთახის,უფრო სწორად ჩემი გალიის,
ხო ამ ოთახს თუ ამ გალიას ვერ გავექეცი,
ვერ გადავახტი წინ აღმართულ (ჩემს თავს) ბარიერს
და ღმერთს დავეძებ სინათლეში ხელის ცეცებით...
უცნაურია და ზედმეტად ფუტურისტული,
მთელი ეს ჩემი უთავბოლო,გიჟის პარტია,
ასე,ნელ-ნელა,ყველა ტკივილს სადღაც ვისტუმრებ,
და ჩვენი სევდის დავიწყება,გთხოვ მაპატიო...
გამოგიტყდევბი,არაფერზე აღარ ვოცნებობ,
ყველა ოცნება ავისრულე ,მერე დავმარცხდი,
გარდავიცვალე,დავასრულე ვერ გავცოცხლდები,
მაინც მიყ-ვარ-ხარ(გიმეორებ ახლც დამარცვლით)
მიყ-ვარ-ხარ გესმის?! რაც დრო გადის მეტად და მეტად,
ეს სიყვარული არ სცნობს ტკივილს,დროსა და მანძილს,
გამოგიტყდები,რომ სიზმრებში მხოლოდ შენ გხედავ,
შენშია, ჩემი ღმერთის პოვნის იმედის კვანძი,
მიყ-ვარ-ხარ!








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები