ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: საბავშვო
17 მაისი, 2016


ტყუპები

ბავშვებო, გიამბოთ ორი ძმის ამბავი?
ორივე ხუთი წლის,
ორივე მაგარი!
ერთი გვარისანი, თუმც სხვადასხვაგვარი -
იცნობდეთ! ტყუპები:
ბექა და ბაქარი.

მამისგან მარილი, დედისგან - შაქარი,
გამხდარი ბექაა,
მსუქანი - ბაქარი.

თქვენ არ აგერევათ არასდროს ისინი,
ერთი როცა ტირის,
მეორე იცინის.

უცნაურ რამესაც გაგანდობთ,
ვფიცავარ,
(ნამდვილად ასეა,
ისე მე ვიხარო)
ბაქარს მოშავო აქვს შუბლზე კულულები
ბექას - მოწითალო.

ერთს რომ ერთი უნდა,
მეორეს - მეორე,
აბა თუ ბიჭი ხარ
მიდი, გამოიცან.
ისე განსხვავდება, ერთი მეორისგან,
როგორზეც იტყვიან:
„ცა და დედამიწა“!

ერთხელ,  ავად  გახდნენ -
ორნი - ერთდროულად,
დედამ გაიფიქრა: ეტყობა ეგ არი,
ხომ უნდა მგვანებოდნენ რამეთი ერთმანეთს,
ტყუპები:
ბექა და ბაქარი.

ორივეს სიცხე აქვს,
არც რძე და არც წყალი,
არც ჩაი, არც წვენი,
არც ერთი არ უნდათ,
და სახეც
ორივეს ისეთი სავსე აქვს,
პირველი გახდა თუ
მეორე გასუქდა?

სიწითლე ორივეს უღვივის ლოყებზე
ზის დედა საწოლთან,
სასწაულს უყურებს,
თმის ფერი - ბექასგან,
როგორ გადაედო
ბაქარის კულულებს?!

ექიმიც მოვიდა,
გასინჯა ტყუპები,
მერე ყველაფერი ახსნა - სულ ადვილად:
ბავშვებს ბატონები შეყრიათ,
ოღონდაც -
ბექას ყბაყურა სჭირს,
ბაქარს - ჩუტყვავილა.

2016.05.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები