ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2016


გიორგი სააკაძეს

მარტყოფიდან მარაბდამდე,
თბილისიდან ნოსტემდე,
გზა ბრძოლებით გაიკაფა,
თუმცა ხშირად მოსდევდნენ.

იდგა ერის სამსახურში -
უშბასავით ამაყი,
ვიდრე წავალ და თბილ გულზე
ქართულ მიწას დამაყრით,

მსურს ვესტუმრო ერთაწმინდას,
გული დარდმა დახია,
იქ გიორგი სააკაძის
შვილის თავი მარხია.

თუ გვსურს წყლული გავამრთელოთ -
საქმე წინ - წინ მიგვყავდეს,
მოვუაროთ საქართველოს,
ერთმანეთი გვიყვარდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები