ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2016


* * *

ლაზისტანზე იწვა ღამე-
მოზღვისფერო, უტა!
ზღვისთვალები მთვარისხელა
რატომ გაგებუტა?!
ხოხბისყელა სვეტის პერანგს
რას ერჩოდი ასეთს...
თუ სხვა რამე გათრიაქებს
მთვარესავით სავსე.
თვალშეუდგმელ ფრიალოზე
შორენაა... მიდი!
კვართივით არ გაფრიალდეს
მიდი, გაუფრთხილდი.
დედისერთა, კვეტარისკენ
აიტაცე-ქალდეს...
ისე შორს და ისე ცამდე
რომ გაექცე ავბედს.
ვერც მეფეთა სურვილები
ვერ მოგწვდებათ უტა!
ეხ მე თქვენი ერთად ყოფნა
რანაირად მსურდა...
ახლაც სვეტებს შევატეხე
ეკბატანის შუქი
სვეტიცხოვლის ჩუქურთმებში
შენგან ნაჩაუქი.
დედოფალო, სხვას რას გეტყვი
დროთა მეფის გზირი
ვერვინ გაწვრთნა ვერა მეთქი-
სიყვარულის სირი...
ვით შეძლებდი ანდა ამას
ნანდაურის კაბით
სამსრის ზეგა გადამწვარა-
თავკვეთილას თარგი.
ძველ დერგთაგან მიუთრობი
ძველთა მითქმით გლოცავთ
სვეტიცხოველს ჯვარსაც დაგწერთ
მცხეთას მოვალ როცა...
მანამდე კი გაუფრთხიდი
შენს სიყვარულს უტა
თორე ხედავ? რომ ამ ლექსსაც
ბოლო აღარ უჩანს...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები