ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2016


....

სულის კუნჭულებში ქარი დაბარბაცებს.
ქუჩას ნაწვიმარი ფერი შერჩენია..
შენი სიყვარული სუნთქვას აღარ მაცდის,
მაგრამ მაინც მარტო ყოფნა მირჩევნია.
ზეცამ ყველა სანთელს სული შეუბერა,
სადღაც გაიფანტნენ ციცინათელები.
გულმა სასწაულის სანამ დაიჯერა,
გთხოვ, რომ ჩამომშორდე,
ნუღარ მეფერები
თბილი გამოხედვით,
თორემ - ეული ვარ,
შენც რომ გამიმტყუნდე, ვინღა მიპატრონებს...
ამდენ გულისტკივილს, რითაც სნეული ვარ,
ერთად ავკინძავ და
ხელში შეგატოვებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები