ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
23 მარტი, 2017


ჰაფეზი - ყაზალი

                                    ***
ვიდრემდის დაკრავს წარმავლობის ზარებს დროება,
ვარდისფერ ღვინის შხეფმა შთანთქას ამაოება.
იჩქარე, თორემ დროის ჩარხი მზეს გააავდრებს!
ერთიც აავსეთ, ხედავ, ღამეს დილა მოება.
ღვინის ნათელმა მზე მოჰფინა მაშრიყით მაღრიბს,
ძილში ვერ ილხენ, გაიღვიძე, მოლხენა რად ღირს?!
როს ბედისწერა ჩვენს სხეულებს დოქებად მოზელს,
ჩემს ქალას ღვინით შეგივსებენ, ბედისგან დაღლილს.
მისი ტრფიალი და დიდება გვალაპარაკებს,
სინანულის და ლოცვის კი არ ვისმენთ არაკებს...
აწიე თასი, სამართალი მოითხოვს, ჰ ა ფ ე ზ
და თავანკარა ღვინის ხოტბა ჩაარაკრაკე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები