ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2017


მხოლოდ გული აღარრაფერს ნიშნავს

მხოლოდ გული აღარრაფერს ნიშნავს,
მხოლოდ ჭკუა, ესაც არის ურგო,
როცა ამსხვრევ ყოველნაირ მიჯნას
თავად ღმერთი ხდება შენი ზურგი,
ტანჯვა ისე, არა როგორც ყველას,
ბნელა იქაც, სადაც ენთო შუქი,
არ გაივლი ამ ქარბუქებს ძნელად,
არ იქნება ყოველივე მუქი
თუკი იცი, არა მხოლოდ გჯერა,
ჯერაც არის და იქნება წმიდა,
ყოველივე არის თურმე ბგერა
და სიმართლე ამ ბგერით გაბრწყინდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები