ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2017


ი ვ ა მ ა ნ ი

წამოვიწიე  საწოლიდან
თვალები  ბურუსს  ვეღარ  ერჩევა
მივწვდი  ხელით  ჯოხს,
წამოვდექი  ფეხის  კანკალით,
მიმოვიხედე, 
ჩავიმუხლე,ძალა  არ  მეყო,
შევეხე  დარაბს
და  იატაკს  მივაპყარ  თვალი
ეს  გავიფიქრე:
მიმატოვეს,
უკვე  მარტო  ვარ,
დედა  იმედი
და  გულს  მითბობს  ახლა  შორიდან,
შემომანათეს 
ხალისიან  ფართე  თვალებით
სულმთლად  ქათქათა 
სულის  ჩემის  თეთრმა  ვარდებმა
ჩემი  სამყაროს 
ჩემი  სულის  თეთრი  ბაღიდან,
ყოველი  ხინჯი
ამ  ბილიკზე ისე  აღგვილა
უნიშნოდ  ისე,
ისე  წმინდად
ისე  უკვალოდ,
მზე  მოფენია
მთელი  ჩემი სამყაროს  სავალს
მე  კი  ხელიდან
მივარდება  ხელჯოხი  ამ  წუთს
დედაც  მამხნევებს
შვილიც,  უკვე  შვილიშვილებიც,
მთელი  სამყარო  უკვე  არის
სრულად  ჩემს  გვერდით,
ეს  ჰარმონია,
ჰარმონია,
სრული  საუნჯე,
სიყვარულია,  სიყვარული
ბადებს  ნუგეშებს
ფიქრებმა  ცელქი  კაეშანი
ისე  გარუჯეს,
ისე  ფერმკრთალი, ღრუბლისფერი
გადაიტარეს
ვიცი  სულ  მალე
გათენდება,  ინათებს  მალე,
და  მზის  სხივები 
გადაკოცნის  მთელ  ამ  სამყაროს
ფერი  ოქროსი
გასწვდენია  სულის  თავთუხებს,
უკვე  სამყარო
რეალურად  აღარ  მაწუხებს.
ვდგევარ  ფეხზე  და რა  ხელჯოხი,
რა  კაეშანი,  იაბო  მიჰქრის 
ფართე  გზაზე  ფაფარაშლილი,
მთები  გოროზად  და  ამაყად  შემართულია,
ტყეს  გაუღია  გრილი  მკერდი,
სამოთხის  კარი
გვეპატიჯება,  გელით  ვინაც  ჩემთვინ  გიჟდება
და  კაბის  კალთებს  ურხევს  ფრთხილად 
სიო  სალბუნად
მინდორ–ველებზე  შეფენილა  ურჩი  სინაზით  ველურ  ყვავილთა  უთვალავი 
ჭრელად  მართვენი,
მაგრამ  სად  არის  ვერსად  ვხედავ  მათი  მმართველი
თავმდაბალი  და  მოკრძაებით  ჩრდილში  მავალი,
ჩემი  წამალი,
ჩემი  დარდი,
ჩემი  საპყარი.
ოქროსფრად  ღვივის  ჩვენი კალო  ჩვენი  სამკალი
მიღწეულია, 
უკვე  ყველა  ფიქრი  წადილი
ყველა  ოცნება,  ისე  ფრხილი  ისე  ნამდვილი
და  არსად  არის  ერთი  შტრიხი  მცირე  ნაპრალი,
აი  წამალი,  აი  დილა,  აი  მირაჟი,
ჩვენი  სავალი,  ჩვენი  გზები,  ჩვენი  ნავალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები