ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხულორდავა96
ჟანრი: თარგმანი
22 სექტემბერი, 2017


სერგეი ესენინი

* * *
შენ ამბობდი, რომ საადი
კოცნიდაო მკერდზე მხოლოდ,
დამაცადე, ღვთის გულისთვის,
მეც ვისწავლი ბოლო-ბოლო.

შენ გალობდი: ევფრატს გაღმა
ლამაზ ქალწულს სჯობსო ვარდი,
მდიდარი რომ ვიყო ახლა,
სხვაგვარ ხოტბას შეგასხამდი.

მოვცელავდი ვარდებს ყველგან,
რადგან შენ ერთს დაგემონე,
მე არ მინდა, იყოს ქვეყნად
სხვა შაგანე, ეშხის მქონე.

ნუ ქადაგებ, აწი, მაგდენს,
ნუ მატკინე ყური ლოცვით,
მე პოეტად დავიბადე,
ვით პოეტი, ისე ვკოცნი.
Ты сказала, что Саади
Целовал лишь только в грудь.
Подожди ты, Бога ради,
Обучусь когда-нибудь!
Ты пропела: «За Ефратом
Розы лучше смертных дев».
Если был бы я богатым,
То другой сложил напев.
Я б порезал розы эти,
Ведь одна отрада мне —
Чтобы не было на свете
Лучше милой Шаганэ.
И не мучь меня заветом,
У меня заветов нет.
Коль родился я поэтом,
То целуюсь, как поэт.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები