ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2017


###

ხეს გავს პოეტი -
თამამად ისე ვერ იტოტება ცის სიღრმეში,
მიწა-ტკივილი თუკი მჭიდროდ არ ადგას ფესვზე.
ფოთლებს იცვენს, როცა მიწასთან მეტად უნდა შეხება.

            ***
ჯერ ვწერდი ცაზე, ცისარტყელაზე,
ცის ნამივით წყალწყალა ლექსებს.
მოგვიანებით - სიყვარულზე და ვნების ცეცხლზე,
ისეთ მსუბუქებს, როგორიც
თავად ნაცარია -ცეცხლის ნაყოფი.
ახლა - სიკვდილზე,
მტვრის გემოთი შეზავებულ
და მიწასავით მძიმე ლექსებს ვწერ.

                ***

როგორც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის;
როგორც საღ აზრსა და სიგიჟეს შორის,
როგორც ცასა და მიწას შორის,
როგორც სიყვარულსა და სიძულვილს შორის,
ისე მცირეა გზა შენამდე, უფალო ჩემო,
მე კი მაინც ვერ მოვაღწიე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები