ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
21 ნოემბერი, 2017


კატა და კნუტები

სახლის სხვენში ჩვენს კატას,
დაუყრია კნუტები,
სიცივით მოკუტულან,
ისე როგორც კუტები.
შეეცოდა ძალიან,
გაუმზადა მათ ყუთი,
და სათითაოდ ჩასვა,
ზაზამ შიგ ყველა კნუტი.
მერე კატას მიხედა,
რძეში პური დაულბო,
კნუტებიც დაათბუნა,
ქვეშაგები დაუგო.
დაიკოც მოეხმარა,
გაუმზადეს სადილი,
ხუთი კნუტის დედობა,
არ გეგონოთ ადვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები