ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევექ
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2018


შენთვის

მე შენ გაჩუქებ ცარიელ სტრიქონებს,
მე შენ გაჩუქებ ცარიელ სურათებს ცარიელ სტრიქონებს შორის
და გულის თეთრ წიგნს, ჯერ კიდევ დაუწერელს,
მე შენ გაჩუქებ ცარიელ სივრცეს ცარიელ სურათებზე,
მე შენ გაჩუქებ უსიტყო სიმღერებს,
მე შენ გაჩუქებ დამშრალ მდინარეებს და დამშრალ ზღვებს,
მე შენ გაჩუქებ ცარიელ მინდვრებს,
მე შენ გაჩუქებ „შიშველ” მთებს და მწვერვალებს,
მე შენ გაჩუქებ ახალ - ცარიელ სამყაროს,
მე შენ გაჩუქებ ჩემს უსულო - ცარიელ სხეულს,
მე შენ გაჩუქებ უფერულ ვარდებს,
მე შენ გაჩუქებ ჩამქრალ მზეს და ჩამქრალ ვარსკვალავებს,
მე შენ გაჩუქებ ცარიელ დღეს,
მე შენ გაჩუქებ უსასრულო - ცარიელ ღამეს,
მე შენ გაჩუქებ არა ახალ - ჯერ არ დამდგარ წელს,
მე შენ გაჩუქებ აორთქლებულ წყალს ცარიელი ჭიქით,
მე შენ გაჩუქებ მდუღარე ღვინოს ცარიელი ფიალით,
მე შენ გაჩუქებ უსასრულო სივრცეებს.
მე შენ გაჩუქებ ვაკუუმს.
მე შენ გაჩუქებ არაფერს.
და

შენთვის გაივსებიან სტრიქონები ლექსების წვიმით.
შენთვის დაიხატებიან სურათები ფერების თქეშით.
შენთვის დაიწერება გულის თეთრი წიგნი მზიანი სტროფებით,
შენთვის შეივსებიან სივრცეები ულევი სიყვარულით,
შენთვის იმღერებენ ნაზხმიან სიმღერებს სამოთხის ანგელოზები,
შენთვის იდენენ ფიქრის მთათა შორის ოცნების მდინარეები,
შენთვის მოასკდებიან ნაპირებს ზღვათა ალერსის ტალღები,
შენთვის აყვავილდებიან მინდვრებზე დაცვარული იასამნები,
შენთვის მოისხამენ თოვლის ნაბდებს მთები და მწვერვალები,
შენთვის გაჩნდებიან ახალი პლანეტები უსასრულო სამყაროში,
შენთვის დაუბრუნდება ჩემი სული ჩემს სხეულს,
შენთვის აელვარდებიან ცეცხლისფრად მაისის ვარდები,
შენთვის აინთებიან ნეტარების ცაზე მზე და ვარსკვლავები,
შენთვის გათენდება ყვავილებით შემკული, გაზაფხულის დღე,
შენთვის გათენდება სიზმრისებრ მზიანი ღამე,
შენთვის შემოაბიჯებს ბედნიერების ახალი წელი,
შენთვის გაივსებიან ჭიქები უკვდავების წყლით,
შენთვის მოგვრიან ედემის ღვინოები მოქეიფეთ ბახუსს,
შენთვის გაჯერდებიან ამბორით სივრცეები,
შენთვის გახდება ვაკუუმი სიყვარულის უფსკერო ზღვა.


მე გარდავიცვლები შენში
და
მე ვიცოცხლებ ათასს წელს შენთვის,
მე ვიცოცხლებ ათასს წელს შენით,
მე ვოცოცხლებ ათასს წელს შენში.
მე გავხდები უკვდავი შენთვის, შენით და შენში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები