ვიპოვეეე! ლამის ათი წლი წინანდელია, ფარნასთვის მინდოდა, გუშინ ვერსად მივაგენი ფარნა კორინ ჩემი სახელით კი არა, ,, დებორას” ნიკით მქონია დადებული და იმიტომ არ იძებნებოდა.
http://urakparaki.com/?m=4&ID=35274
ნინო დარბაისელი
დანა - - -
მე ვარ დედალი კვერცხისმდებელი და ღმერთს ავხედე, რამდენჯერაც წყალი დავლიე.
საკენკისაკენ მივუძღოდი დილით წიწილებს, შებინდებულზე - - მივაშურებდი საბუდარს, სადაც მელოდებოდა კვერცხი სანიშნედ დატოვებული. კრიახ-კრიახით და კაკანით ვიკლებდი არეს. ნისკარტიც სხვაზე მწარე მქონდა, ჭრელი მამლისაც სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.
მერე დაიწყო: ხარი დაკლეს და, ღორი დაკლეს და, ცხვარი დაკლეს და - - ზედ დააკლეს თითო ქათამი, და საბოლოოდ ჩემს მამალსაც, მოფართხალეს სისხლიანი დანის წვერით ირგვლივ მიწა შემოუთხარეს.
მერე ვისწავლე გაღვიძება სხვების მამლების ყივილის ხმაზე, მერე თავისით მოირღვა ღობე, მერე არვინ წამოაყენა, იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ განა იზრდება გასაფრენად - - ვარიობისას დიასახლისის მკაცრი მაკრატლით დაჭრილი ფრთები, ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?
ცარიელია ეზო ჩემი გადაკენკილი, ანთია ცეცხლი, ავად ღუიან ნაკვერჩხლები, და ზედადგარზე შემოდგმულ ქვაბს ორთქლი ამოსდის. მუცელი ისევ ჩაკვერცხილი მაქვს. ახლა წყალს დავლევ ნაგუბრიდან და საბოლოოდ, ისევ შენკენ ამოვიხედავ, უკვე მოდიან, ღმერთო, რა ჩუმი ნაბიჯებია, ღმერთო, როგორ ლაპლაპებს დანა!
2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა, ჩემო კარგებო! გულით მიხარია, რომ მოგეწონათ. თან თავიდანვე როგორ ზუსტად აუღეთ ალღო! ყველა ავტორი ინატრებდა ასეთ მკითხველებს. ორიოდე სიტყვას დავამატებ ჩემი მხრით.
ვისზე და რაზეც არ უნდა ვწერდე, სულიერსა თუ უსულოზე, ყველგან ადამიანს ვგულისხმობ. ეს რაღაცით ძალიან ჰგავს მხატვრულ ხერხს, რომელსაც გაპიროვნებას უწოდებენ, ოღონდ პირიქით. ანუ მე. საგნებსა და მოვლენებს კი არ წარმოვიდგენ ადამიანად ან მის თვისებებს კი არ მივაწერ, არამედ ადამიანს ,, ვაქცევ” სხვად. .. ცოტა ბუნდოვნად ჟღერს, არა? მეტი სინათლე რომ შევიტანო. ნათქვამში და არც შორს წავიდე, ,, დანის” მაგალითზე გეტყვით უცებ: დედალი - ტიპური ,, საოჯახედ გაზრდილი” ჩვენებური ქალია, თავიდანვე ფრთებდაჭრილი, შვილებზე გადაგებული... ცალს (ქმარს, საყვარელს?) უკლავენ, ყველა დაეხოცება და მისი ჯერიც დგება. აქამდე არ გაუმეტებიათ, რადგან მისგან რაღაც ყოველდღიური ხეირი ჰქონდათ (კვერცხი), მაგრამ ისეთი მდგომარეობა შექმნილა, რომ ეზო-კარის (სამშობლოს) პატრონები ბოლოს მასაც იმეტებენ. .. ეს - საერთო აღსასრულამდე ბოლო ნაბიჯი ჩანს... მადლობა, ჩემო კარგებო! გულით მიხარია, რომ მოგეწონათ. თან თავიდანვე როგორ ზუსტად აუღეთ ალღო! ყველა ავტორი ინატრებდა ასეთ მკითხველებს. ორიოდე სიტყვას დავამატებ ჩემი მხრით.
ვისზე და რაზეც არ უნდა ვწერდე, სულიერსა თუ უსულოზე, ყველგან ადამიანს ვგულისხმობ. ეს რაღაცით ძალიან ჰგავს მხატვრულ ხერხს, რომელსაც გაპიროვნებას უწოდებენ, ოღონდ პირიქით. ანუ მე. საგნებსა და მოვლენებს კი არ წარმოვიდგენ ადამიანად ან მის თვისებებს კი არ მივაწერ, არამედ ადამიანს ,, ვაქცევ” სხვად. .. ცოტა ბუნდოვნად ჟღერს, არა? მეტი სინათლე რომ შევიტანო. ნათქვამში და არც შორს წავიდე, ,, დანის” მაგალითზე გეტყვით უცებ: დედალი - ტიპური ,, საოჯახედ გაზრდილი” ჩვენებური ქალია, თავიდანვე ფრთებდაჭრილი, შვილებზე გადაგებული... ცალს (ქმარს, საყვარელს?) უკლავენ, ყველა დაეხოცება და მისი ჯერიც დგება. აქამდე არ გაუმეტებიათ, რადგან მისგან რაღაც ყოველდღიური ხეირი ჰქონდათ (კვერცხი), მაგრამ ისეთი მდგომარეობა შექმნილა, რომ ეზო-კარის (სამშობლოს) პატრონები ბოლოს მასაც იმეტებენ. .. ეს - საერთო აღსასრულამდე ბოლო ნაბიჯი ჩანს...
6. ძალიან საინტერესოდ არის დანახული! +5. ძალიან საინტერესოდ არის დანახული! +5.
5. ბერძნული ანდაზაა,,როცა ქათამი წყალს დალევს, მაღლა ღმერთს ახედავსო,, სამწუხაროდ დღეს ხშირად გვავიწყდება მადლობის თქმა ადამიანებს ღმერთვისთვის, ქათამს არა. ბერძნული ანდაზაა,,როცა ქათამი წყალს დალევს, მაღლა ღმერთს ახედავსო,, სამწუხაროდ დღეს ხშირად გვავიწყდება მადლობის თქმა ადამიანებს ღმერთვისთვის, ქათამს არა.
4. არ იყო ცუდი. ალეგორიაც კარგად ისახება. მაგრამ რაღაც მაინც დამაკლდა. ალბათ შესრულება.
ათიდან ხუთი. არ იყო ცუდი. ალეგორიაც კარგად ისახება. მაგრამ რაღაც მაინც დამაკლდა. ალბათ შესრულება.
ათიდან ხუთი.
3. როგორი ზუსტი შეფასება იცის ჯონათანმა, მოდი და ნუ დაეთნხმები, მეც იგივეს გავიმეორებდი. როგორი ზუსტი შეფასება იცის ჯონათანმა, მოდი და ნუ დაეთნხმები, მეც იგივეს გავიმეორებდი.
2. მომეწონა ))) მომეწონა )))
1. რა დიდებულადაა ყველა ის ფრაზა, გამოთქმა გაშლილ-(გ)ახსნილი, რომლებიც გვსმენია, გვახსოვს, ვიცით...
და როგორი ტრაგიზმია.
რა დიდებულადაა ყველა ის ფრაზა, გამოთქმა გაშლილ-(გ)ახსნილი, რომლებიც გვსმენია, გვახსოვს, ვიცით...
და როგორი ტრაგიზმია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|