 | ავტორი: დარინა ჟანრი: პოეზია 29 მაისი, 2018 |
ნელი მუსიკა. კაპუჩინო. გვიანი ღამე და თეფშზე ობლად დარჩენილი ციცქნა ნამცხვარი. დიდი რომ ვიყო, აღარ გთხოვდი: ,,მითხარი რამე,'' მაგრამ, რა ვიცი... თითქოს გაზრდაც ვერ მოვასწარი. შფოთვის დღეები. გაზაფხული. ოფისი, საქმე და მონიტორთან - მორჩენილი ყავა დილიდან. აბა, რა ვიცი... რაც მიყვარდა, თითქოს სულ დავთმე, მაგრამ, თან ამ დროს ყველაფერი გამომივიდა. წიგნების გროვა: სალამურა, პატარა პრინცი და საყვედურით მომზირალი (სავსეა) თარო. ნუ ელოდები, აღარ მოვა მერი პოპინსი, გეტყვის: საჩემოდ აღარც ისე პატარა ხარო. ძველი ლექსები. ბლოკნოტები. ჩამქრალი ცეცხლი. ღიმილის მოგვრა აწ გარდასულ ვნებათა გამო. დღეს კარგად იცი: ოცდაათი - ცოტაა ვერცხლი და ამიტომაც თავად უნდა გამოიტანო დასკვნები მწარე და ცხელ გულზე ლექსები წერო (ვინ წაიკითხავს, მნიშვნელობა სულაც არა აქვს). შენ კარგად იცი: მწყურვალს ხშირად არ ხვდება ჩერო, ბრბოც ქრისტეს ნაცვლად უყოყმანოდ ირჩევს ბარაბას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რაღაც ნამდვილად აქვს ავტორს :) და აუცილებლად დაწერს უკეთ. კარგი ისაა, რომ ძალიან ცოცხალ და ყოველდღიურ განცდებზე წერს.. ძველ ბლოკნოტებს გავხედე კითხვისას ) წარმატებები რაღაც ნამდვილად აქვს ავტორს :) და აუცილებლად დაწერს უკეთ. კარგი ისაა, რომ ძალიან ცოცხალ და ყოველდღიურ განცდებზე წერს.. ძველ ბლოკნოტებს გავხედე კითხვისას ) წარმატებები
4. რაღაცნაირი ლექსია. მომეწონა. თუმცა ქრისტე -ბარაბას თემა ვერ გავითავისე ამ ლექსში. 2. რაღაცნაირი ლექსია. მომეწონა. თუმცა ქრისტე -ბარაბას თემა ვერ გავითავისე ამ ლექსში. 2.
3. დღეს კარგად იცი: ოცდაათი - ცოტაა ვერცხლი და ამიტომაც თავად უნდა გამოიტანო დასკვნები მწარე და ცხელ გულზე ლექსები წერო. კარგია+ დღეს კარგად იცი: ოცდაათი - ცოტაა ვერცხლი და ამიტომაც თავად უნდა გამოიტანო დასკვნები მწარე და ცხელ გულზე ლექსები წერო. კარგია+
1. Nawil nawil momewina, metnaklebad, saerto jamshi araushavs Nawil nawil momewina, metnaklebad, saerto jamshi araushavs
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|