ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელ.არეთა
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2018


დავემსგავსო მინდა მწერალს

წერა მინდა,
ღამეს ვწელავ,
წავედი და დავიკარგე.
ვისაც უნდა
დამეწევა,
ან იპოვის ჩემზე "კარგებს"...

წყალი არ მაქვს
ხმელეთზე ვარ,
ღრუბლებიდან გადმოვვარდი,
დედამიწის მხრებზე ვწევარ,
ვისერები ეკალ-ბარდით...

დამეკარგა უფლის
რწმენა,
შევეჩვიე უკვე ლანდებს,
დავემსგავსო მინდა მწერალს,
არ მგავდნენ და არც მე ვგავდე...

ვივიწყებდე
ნეტავ წყენას,
ჩემს ოთახში ჭკნება ვარდი
მე თუ ლექსი არ მეწერა...
ესეიგი არც მიყვარდი...

წნევა მიწევს,
ისევ ვწევარ,
დრო უაზროდ სწრაფად გადის,
ამ ისრების გადაწევამ,
მომიტანა მხოლოდ დარდი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები